საქართველო მიმდინარე წელს სპორტული ნარდის მსოფლიო თასის გათამაშებას პირველად უმასპინძლებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთასამინისტროდან აცნობეს, მსოფლიო თასი თბილისში 27 აპრილიდან 1-ელი მაისის ჩათვლით პერიოდში გაიმართება, სადაც მსოფლიოს 20-მდე ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
თბილისის მსოფლიო თასის გათამაშება "ქორთიარდ მერიოტში" ჩატარდება, ტურნირის საპრიზო თანხა 125 000 დოლარია.
ტურნირის ორგანიზატორები არიან საქართველოს ნარდის კლუბი, "ევროპაბეთი", საქართველოს ნარდის ფედერაცია და მსოფლიო ნარდის ფედერაცია. მსოფლიო თასის მხარდამჭერია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.
თბილისის მსოფლიო თასის ორგანიზებასთან დაკავშირებით, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მედიის კითხვებს ტურნირის ორგანიზატორმა, პარლამენტის წევრმა, ხობის მაჟორიტარი დეპუტატმა - გოდერძი ბუკიამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე - შალვა გოგოლაძემ და ევროპაბეთის წარმომადგენელმა ლაშა ხარაზიშვილმა უპასუხეს.
მათი თქმით, ჩემპიონატი ორ კატეგორიაში ჩატარდება - მსოფლიო თასისთვის იასპარეზებენ, როგორც მსოფლიოს ოცამდე ქვეყნის გუნდები, ასევე ინდივიდუალური მოთამაშეები სხვადასხვა კატეგორიებში - პროფესიონალები, მოყვარულები, ქალთა ტურნირი, წყვილთა შეჯიბრი და ა.შ . გარანტირებული საპრიზო თანხა შეადგენს 125 000 გოლარს, ასევე ორგანიზატორების მიერ დაწესებულია თასები, მედლები და სხვადასხვა სახის პრიზები.
გუნდებს შორის ტურნირის სისტემურ გამართულობას უზრუნველყოფს საქართველოს ნარდის ფედერაცია. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთან ერთად მსოფლიო თასზე მონაწილეობა უკვე დაადასტურეს დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, გერმანიისა და სომხეთის გუნდებმა.
"მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყველა მონაწილე ქვეყანას მიეცეს საშუალება წარსდგეს ორი გუნდით. გუნდების დაკომპლექტებას უზრუნველყოფს ფედერაციები, ასოციაციები და სპორტული ნარდის კლუბები. მსოფლიო თასის გათამაშებას წინ უძღვის ჟურნალისტების საერთაშორისო ტურნირი, რომელიც გაიმართება 21-24 აპრილს წყალტუბოში. მხარდამჭერი: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. მასპინძელი სასტუმრო "წყალტუბო პლაზა", - აცხადებენ სამინისტროში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"