თემურ ჭკუასელი - ლევილის მამულის გადმოცემაზე მოლაპარაკების პროცესი რთულად მიდის

ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკების პროცესი რთულად მიდის და დამოკიდებულია იმ ადამიანების პირად თვისებებზე, ვინც იქ არიან, - ამის თაობაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ თემურ ჭკუასელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც ამ მხრივ არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

დეპუტატის ინფორმაციით, ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის კომისიაში საქართველოს წარმომადგენლები - სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 19-20 იანვარს, საფრანგეთში გეგმავენ გამგზავრებას.

"ნოე ჟორდანიას დატოვებული აქვს ანდერძი, რომ როდესაც საქართველო დამოუკიდებელი გახდებოდა, ლევილის მამული საქართველოს გადმოსცემოდა, რომ ეს საქართველოს კუთვნილებაა და არა ვიღაც პიროვნებების. ახლა ეს მომენტი დადგა, საკითხი წამოიწია, მაგრამ არის ძალიან ბევრი პრობლემა. ლევილის მამულში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს და უნდა რომ იქ იცხოვროს. მამული დაახლოებით 5 ათასი კვადრატული მეტრია, შეიძლება პატარა კოტეჯის აშენება, რომ ისინი იქ იყვნენ, მაგრამ არის იდეა, რომ შეიქმნას კულტურული ცენტრი. მოლაპარაკების პროცესი რთულად მიდის და ეს უფრო დამოკიდებულია იმ ადამიანების პირად თვისებებზე, ვინც იქეთა მხრიდან არიან", - ამბობს დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.

ამასთან, დეპუტატის თქმით, მოგვარებულია უზერმაზარი საკითხი იმ კუთხით, რომ ლევილის მამულის შეფასებითი სამუშაოებისთვის საქართველოს მთავრობამ განახორციელა თანხების მობილიზება და ამ მიზმით 107 ათასი ევრო გამოიყო.

"მამულის გადმოსაცემად ასეთი სამუშაოს ჩატარება აუცილებელი იყო. საბუთები მომზადდა და მინისტრები მიდიან, რათა ლევილის მერს შეხვდნენ", - აღნიშნა ჭკუასელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა