დავით პოპოვი არ ადასტურებს ინფორმაცის, თითქოს კუჭავას ოჯახის ადვოკატებთან შეხვედრას ფარული კამერით იწერდა

ბიძინა კუჭავას გარდაცვალების საქმის მოწმე დავით პოპოვი კუჭავას ოჯახის ადვოკატებთან შეხვედრას ადასტურებს, თუმცა არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ამ შეხვედრას ფარული კამერით იღებდა.

როგორც დავით პოპოვმა "მაესტროს" ეთერში განაცხადა, ის არც იმ ინფორმაციას ადასტურებს, თითქოს კუჭავას ოჯახის ადვოკატებთან შეხვედრა მისი ინიციატივით შედგა.

"არაფრის ინიციატორი არ ვყოფილვარ. გუშინ დამირეკა ჩემი მეგობრის შვილმა, ვაჟა ჩიკვილაძემ და მითხრა, რომ ბიძინას შვილს და ადვოკატს სურს შენი ნახვა და აინტერესებდათ სახლის მისამართიო. ამაზე მე მომენტალურად ვუთხარი უარი, რომ არავის არც ტელეფონი მისცე, არც მისამართი მისცე და არავისთან შეხვედრა არ მსურს მეთქი", - განაცხადა პოპოვმა.

კითხვაზე, ადვოკატები ამბობენ, რომ დავით პოპოვს ეცვა სპეციალური პერანგი, რომელიც მხოლოდ სუს-ის თანამშრომლებს აცვიათ, მან განაცხადა, რომ ის არც სუს-ში მუშაობს, არც პროკურტურაში და არც ერთ ძალოვან სტრუქტურას არ ეკუთვნის.

"მე ვიმყოფები 1993 წლიდან რუსეთის ფედერაციაში, ვარ რუსეთის მოქალაქე და საქართველოში ჩამოვდივარ იმიტომ, რომ აქ დედა მყავს შეუძლოდ", - განაცხადა პოპოვმა.

რაც შეეხება ფარული კამერის ქონას, პოპოვი ირწმუნება, რომ ფარული კამერა არ ჰქონდა და მხოლოდ ხმას იწერდა საკუთარი ტელეფონით, ისიც იმიტომ, რომ პროვოკაციას ელოდა. "რა სპეციალური პერანგი, ეს საერთოდ რა არის, არ ვიცი. რაც შეეხება ჩაწერას, ვიწერდი ჩემი მობილური ტელეფონით ხმას, არ ვიღებდი", -განმარტა დავით პოპოვმა.

იხილეთ ვიდეო: დავით პოპოვი ალაპარაკდა - ბიძინა კუჭავას თვითმკვლელობის მოწმე მომხდარზე და ფარულ ჩანაწერზე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა