ნუგზარ წიკლაური - კახა კალაძე პათოლოგიური მატყუარაა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე პათოლოგიური მატყუარაა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს, წიკლაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კალაძემ იცრუა, როცა განაცხადა, რომ ის მზადაა პარლამენტში მივიდეს და ნებისმიერი შეკითხვას უპასუხოს.

"ჩვენ 2 დღის წინ ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადება მოვისმინეთ, რომელიც ამბობს, რომ არ ყოფილა შემთხვევა, როცა "ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტში მიეწვიოს და მას უარი ეთქვას. სინამდვილეში კი ის ასე, ზუსტად 3-ჯერ მოიქცა. ბოლო უარი ენერგეტიკის სამინისტროსგან, სწორედ ამ განცხადების შემდეგ, გუშინ დილით მივიღეთ.

ეს იმაზე მეტყველებს, რომ მინისტრი პათოლოგიური მატყუარაა. ასევე, მას არ აქვს პასუხი იმ პროცესებზე, რაც მიმდინარეობს. ეს ხელისუფლება არ იცავს ქვეყნის ინტერესებს. დღეს ქვეყანა იმ ვითარებაშია, როცა რუსეთი შანტაჟისა და ულტიმატუმების ენით გვესაუბრება", - განაცხადა წიკლაურმა.

მისივე თქმით, "მატყუარა მთავრობის არსებობის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს საფრთხე ემუქრება, სწორედ ამიტომ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ეს მთავრობა ხელისუფლებას იმ არჩევნების გზით ჩამოვაშოროთ, რომელიც გვიახლოვდება".

იხილეთ ვიდეო: "კახა კალაძე პათოლოგიური მატყუარაა" - დოკუმენტები მინისტრის წინააღმდეგ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო