კახა კალაძე "გაზპრომთან" დაკავშირებულ საკითხზე პარლამენტში არ მივა

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე "გაზპრომთან" მოლაპარაკებების საკითხზე სასაუბროდ პარლამენტში არ მივა. კალაძის საკანონმდებლო ორგანოში მისვლა და აღნიშნული თემის უმცირესობაში შემავალი ფრაქციების გაერთიანებულ სხდომაზე განხილვა "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოითხოვა, რასთან დაკავშირებითაც პარტიამ ენერგეტიკის სამინისტროს 15 იანვარს მიმართა, თუმცა "ნაციონალური მოძრაობისთვის" სამინისტროს მიერ გაგზავნილ საპასუხო წერილში ნათქვამია, რომ კახა კალაძე პარლამენტში მისვლას გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ შეძლებს.

"თქვენი 2016 წლის 15 იანვრის N256/3-16 წერილის პასუხად, რომელიც ეხება საქართველოს მთავრობასა და სს "გაზპრომს" შორის მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების 2016 წლის 21 იანვარს დაგეგმილ გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის დასწრებას, გაცნობებთ, რომ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ბატონი კახა კალაძე, გადატვირთული სამუშაო გრაფიკისა და დაგეგმილი სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების გამო, ვერ დაესწრება საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო

უმცირესობაში შემავალი ფრაქციების გაერთიანებულ სხდომას", - ნათქვამია "ნაციონალური მოძრაობისთვის" გაგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძე აწერს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს