სააპელაციო სასამართლოსთან ხვალ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულების ახლობლები საპროტესტო აქციას გამართავენ

თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან ხვალ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულების ოჯახის წევრები და ახლობლები საპროტესტო აქციას გამართავენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მსჯავრდებულების ახლობლებმა აცნობეს, აქცია 15:00 საათზე დაიწყება. ხვალვე სააპელაციო სასამართლო ირაკლი ფირცხალავას, გიორგი ცააძისა და სხვა მსჯავრდებულების სააპელაციო საჩივრის განხილვას იწყებს. სხდომა 15:30 საათზეა ჩანიშნული.

დაცვის მხარესთან ერთად საქალაქო სასამართლოს განაჩენი გამამართლებელ ნაწილში გასაჩივრებული აქვს პროკურატურასაც.

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი 30 ოქტრომბერს გამოაცხადა. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე განზრახ მკვლელობის ბრალდებაში გამტყუნდნენ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა