ვახტანგ ქირიასა და ბიძინა კუჭავას ცხედრების ექსპერტიზაში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთო

პროკურორ ვახტანგ ქირიასა და მის მკვლელობაში ბრალდებულ ბიძინა კუჭავას ცხედრების ექსპერტიზაში დამოუკიდებელი ექსპერტი მონაწილეობს. მაია ნიკოლეიშვილს პირველი შეხვედრა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში დღეს ჰქონდა.

როგორც ბიუროს დატოვების შემდეგ ექსპერტმა განაცხადა, დღეს დაისახა გეგმები, თუ რა დამატებითი კვლევები იქნება საჭირო იმისათვს, რათა ჩატარდეს ექსპერტიზა ბიძინა კუჭავასა და ვახტანგ ქირიას ცხედრებზე მიყენებულ დაზიანებებთან დაკავშირებით.

ნიკოლაიშვილის თქმით, ექსპერტიზა, რომელშიც იგი მონაწილეობას მიიღებს, ტარდება იმ მიზნით, რათა გამოიკვეთოს საგანი, რითიც დაზიანებებია მიყენებული და ასევე სროლის მანძილი. ექსპერტის ინფორმაციით, დღეს გაკეთდა მონახაზი, თუ რა გეგმით უნდა იმუშაონ ექსპერტებმა.

მისი ინფორმაციით, დაზიანებები ორივე გარდაცვლილის სხეულს მიყენებული აქვს თავისა და ფეხის არეში. მაია ნიკოლაიშვილის თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა სამხარაულის სახელობის ექსპერტებთან მომავალ კვირაში გაგრძელდება. მანამდე კი შესაძლოა ჩატარდეს დავით პოპოვის მანქანის დათვალიერება, რომელშიც ბიძინა კუჭავამ, გამოძიების ინფორმაციით, თავი მოიკლა.

"თუკი მანქანის დათვალიერებამ გარკვეული დღეები არ წაიღო, მომავალ კვირაში კანის პრეპარატებთან დაკავშირებული ექსპერტიზის საკითხზე მუშაობას გავაგრძელებთ", - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა