სამგორის რაიონის ზოგიერთ ქუჩას დღეს გაზმომარაგება შეუწყდება, - ინფორმაციას ამის შესახებ "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ავრცელებს.
"გაცნობებთ, რომ სამგორის რაიონში, ლილო - იუმაშევის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო "ლილოს" წინ, მიწისქვეშა პოლიეთილენის გაზსადენზე ავარიის ლიკვიდაციის მიზნით, დღეს, 10:00 საათიდან 17.00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება ლილოში - სოფელ წინუბანის, ლილო-ფრანგულიანისა და ლილო-მეფრინველეობის დასახლების, ლილოს დასახლების 1, 2, 4, 5 კვ-ის, სადგური-ლილოს, ლილო-რუსთაველის, ლილო-ღლონტის, ლილო-სტურუას ქუჩების, ლოჭინის დასახლებაში 1, 2, 3 კორპუსების მოსახლეობას.
ასევე გაითიშება აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული სამრეწველო და საზკვების ობიექტები, კერძოდ ,"კასტელი", სს ,"კახეთი", "იოლი", ბოდა-პური, ტერმინალი - ლილო, ტერმინალი - ოპიზა, ღვინის ქარხანა – "ტიფლისი ვინნი პოგრიბ", ცეკავშირის საწყობი, შპს ,,გებრიუდერ ვაისი", ჭირნახულის ქუჩაზე მდებარე, "ავერსის" ქარხანა, ბლოკის ცეხი, ასფალტის ქარხანა, გაჯის ქარხანა, პოლიციის შენობა, #107 საჯარო სკოლა, წისქვილ კომბინატი, არყის საამქრო ,,ალკო", სასტუმრო ,,ლილო", რესტორანი "მადლიანი", გაზისა და ნავთობის კორპორაციის საქმიანი ეზო და სხვა. სულ 3300-მდე აბონენტი", - აცხადებენ კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, გაზმომარაგება სამუშაოს დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღდგება. "შპს "ყაზტრანსგაზ - თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.