ამირან გამყრელიძემ ორსულ ქალებს რეკომენდაციით მიმართა

გრიპის ვირუსისთვის ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს ორსული ქალბატონები წარმოადგენენ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გამყრელიძემ ორსულ ქალბატონებს რეკომენდაციებით მიმართა და აღნიშნა, რომ ისინი განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ, უნდა გაითვალისწინონ რეკომენდაციები, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს, ან იმ ადგილებს, სადაც ვირუსიანი ადამიანია და ვირუსის სიმპტომების გამოჩენის პირველივე შემთხვევისთანავე უნდა მიმართონ ექიმს.

გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის მკურნალობას რამდენიმე ორსული ქალბატონი გადის, თუმცა შემთხვევები გართულებული არ არის.

გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გრიპის ვირუსის პროგნოზებზეც ისაუბრა.

"ზუსტი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, მომავალი კვირების განმავლობაში შესაძლებელია იყოს გარკვეული ზრდა, მაგრამ არა რადიკალური. ვირუსით ამჟამად ჰოსპიტალიზებული პაციენტები გვყავს. მათი ასაკი ძირითადად მოზრდილობა და ხანდაზმულობაა, ბავშვებში ნაკლებად", - განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ ვირუსული გრიპის სეზონი დაახლოებით დეკემბრის ბოლოდან თებერვლის ჩართვით, ან მარტის დასაწყისამდე გრძელდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს