გრიპის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებათა კამპანია დაიწყო

გრიპის გავრცელების წინააღმდეგ პრევენციულ ღონისძიებათა კამპანია დაიწყო. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციის მიხედვით, გრიპის პრევენციის ერთ-ერთი კომპონენტი, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სადეზინფექციო დისპენსერების მონტაჟია.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უმაღლესი განათლების დაწესებულებებს შორის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი პირველი ჩაერთო ვირუსული გრიპის გავრცელების კონტროლისა და პრევენციის ღონისძიებებში.

უნივერსიტეტის სასწავლო და ადმინისტრაციულ შენობებში, ასევე, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და სტომატოლოგიურ კლინიკებში ხელის დასამუშავებელი სადეზინფექციო დისპენსერები დამონტაჟდა. პარალელურად დაიწყო საინფორმაციო კამპანია, გრიპის პროფილაქტიკისა და პრევენციის მიზნით, ხელების ჰიგიენის მნიშვნელობის შესახებ.

არსებული ვითარების გასაცნობად თსსუ-ს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული ესტუმრა. ის სტუდენტებსა და რექტორატს შეხვდა, მადლობა გადაუხადა საოჯახო მედიცინის სადღეღამისო ცენტრებში გაწეული დახმარებისთვის, გრიპის პრევენციის მიზნით, სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის და პირადად დაათვალიერა სადეზინფექციო დისპენსერები.

ნინო ბერძულმა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც მიმართა და მაღალი ავადობის პირობებში, ინფექციის გავრცელების კონტროლისა და პრევენციის მიზნით, სასწავლებლების სადეზინფექციო დისპენსერებით აღჭურვის რეკომენდაცია მისცა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო