თეა წულუკიანი მოსამართლეების საგამოცდო ტესტების წინასწარ გამჟღავნებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას "საგანგაშოს" უწოდებს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის განცხადებას მოსამართლეების საგამოცდო ტესტების წინასწარ გამჟღავნებასთან დაკავშირებით "საგანგაშოს" უწოდებს.

როგორც თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ახვლედიანის განცხადება პირადად არ მოუსმენია, თუმცა გაეცნო და და "თუ მან ამგვარი საგანგაშო რამ თქვა", რეაგირება აუცილებლად მოხდება.

”ჯერ გავეცნობი მისი განცხადების ტექსტს და თუ ამგვარი საგანგაშო რამ თქვა, რეაგირება აუცილებლად გვექნება", - განაცხადა წულუკიანმა.

საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტურ გამოცდაზე ტესტებისა და წერითი კაზუსების წინასწარ გამჟღავნების ფაქტებზე საუბრობს. ამის შესახებ ინფორმაცია მამუკა ახვლედიანმა არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაწოდა. შეხვედრა საქალაქო სასამართლოში გაიმართა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია