ციხისძირში ათსულიან ოჯახს სახლი დაეწვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში მიქელაძეების ათსულიან ოჯახს სახლი დაეწვა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ხანძრის გამომწვევი მიზეზები კი ჯერ უცნობია. ხანძარი სახლის პირველ სართულზე გაჩნდა, შემდეგ კი მეორე სართულს მოედო. ორსართულიან კაპიტალურ შენობაში დაიწვა საყოფაცხოვრებო ნივთები და განადგურდა ტექნიკა.

ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის თქმით, ზარალს გამგეობა დაითვლის და ოჯახისთვის დახმარების გაწევის საკითხზე იმსჯელებს.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურები მუშაობენ.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის