ღმერ­თის იდეა კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში

რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის, არ­სე­ბუ­ლი რე­ლი­გი­ე­ბი­სა და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფის­თვის, ასე­ვე რე­ლი­გი­უ­რი შე­ნო­ბე­ბის და სიწ­მინ­დე­ე­ბის წა­ბილწვის­თვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სას­ჯე­ლის შე­მო­ღე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვამ კი­დევ ერთხელ გა­აქ­ტი­უ­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის მგრძნო­ბი­ა­რე თემა.

რე­ლი­გი­ურ გრძნო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის იუ­რი­დი­უ­ლი რე­გუ­ლი­რე­ბა მო­ი­თხოვს ფრთხილ და ზო­მი­ერ მიდ­გო­მას. ღმერ­თთან კავ­ში­რი ტრან­სცენ­დენ­ტა­ლუ­რი, მის­ტი­უ­რი და გრძნო­ბად-ემო­ცი­უ­რი აქ­ტია, ხოლო სა­მარ­თა­ლი- კა­ნონ­შე­მოქ­მე­დე­ბის რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი პრო­ცე­სის აქტი, რო­მე­ლიც აწეს­რი­გებს სრუ­ლი­ად სხვა, ამ­ქვეყ­ნი­უ­რი სამ­ყა­როს გა­ცი­ლე­ბით უფრო მი­წი­ერ და პრო­ზა­ულ ურ­თი­ერ­თო­ბებს. რე­ლი­გია ყო­ველ­თვის და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ფუნ­და­მენ­ტურ­თან, წა­რუ­ვალ­თან, ჭეშ­მა­რიტ­თან. სა­მარ­თლის ჰო­რი­ზონ­ტი გა­ცი­ლე­ბით უფრო ვიწ­როა და ზღვარ­და­დე­ბუ­ლია ადა­მი­ა­ნებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბით.

სა­მარ­თა­ლი ვერ მო­ა­წეს­რი­გებს კავ­შირს ადა­მი­ან­სა და ღმერ­თს შო­რის. სა­მარ­თა­ლი ად­გენს მხო­ლოდ იმას, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა წევ­რი­სათ­ვის არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო. სა­მარ­თა­ლი ვერ მო­ი­თხოვს, რომ ღმერ­თი ყვე­ლა­სათ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლოა. რწმე­ნა არის მო­ქა­ლა­ქის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი უფ­ლე­ბა და არა სა­ხელ­მწი­ფოს ან კა­ნო­ნის საქ­მე. ღმერ­თის არ­ჩე­ვა­ში სა­ხელ­მწი­ფო ვერ ჩა­ე­რე­ვა- სა­მარ­თა­ლი უზ­რუნ­ველ­ყოფს მხო­ლოდ რწმე­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რაც ასე­ვე გუ­ლის­ხმობს რწმე­ნი­სა­გან თა­ვი­სუფ­ლე­ბას. სა­მარ­თა­ლი ვერ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბებს ღმერ­თის გან­სხვა­ვე­ბულ ნორ­მა­ტი­ულ ცნე­ბას ან კონ­სტრუქ­ცი­ას, ისე­ვე რო­გორც შე­უძ­ლე­ბე­ლია ღმერ­თის იდეა ავ­ხსნათ იუ­რი­დი­უ­ლი და სა­მარ­თლებ­რი­ვი კა­ტე­გო­რი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით.

I. "ღვთი­სა და ქვეყ­ნის წი­ნა­შე"

"ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ნი ... ღვთი­სა და ქვეყ­ნის წი­ნა­შე ვა­ცხა­დებთ ამ კონ­სტი­ტუ­ცი­ას"- ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს ძი­რი­თა­დი კა­ნო­ნის პრე­ამ­ბუ­ლა­ში. ღვთი­სად­მი მი­მარ­თვას ვხვდე­ბით კონ­სტი­ტუ­ცი­ის სხვა ნა­წილ­შიც, კერ­ძოდ, პრე­ზი­დენ­ტის ფიც­ში (მ.71., პ.1.).

ღვთი­სად­მი მი­მარ­თვას არა­ფე­რი აკავ­ში­რებს სა­ხელ­მწი­ფოს თე­ო­ლო­გი­ურ ან რე­ლი­გი­ურ ლე­გი­ტი­მა­ცი­ას­თან- ის მხო­ლოდ მი­უ­თი­თებს, რომ არ­სე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი დრო­ე­ბი­თია და წარ­მა­ვა­ლი, ხოლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ხალ­ხი შე­ბო­ჭი­ლია "ღვთის" მე­ტა­ფი­ზი­კუ­რი ინ­სტან­ცი­ით და პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია მის წი­ნა­შე. რა­ტომ უწო­და კონ­სტი­ტუ­ცი­ამ ამ ინ­სტან­ცი­ას ღმერ­თის სა­ხე­ლი? ის, რა­საც სა­ხე­ლი არ აქვს, არ არ­სე­ბობს. არ არ­სე­ბობს ანო­ნი­მუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც. ერ­თა­დერ­თი სა­ხე­ლი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა და­არ­ქვა იმ ტრან­სცენ­დენ­ტა­ლურ ინ­სტან­ცი­ას, რო­მე­ლიც ადა­მი­ან­სა და პო­ლი­ტი­კურ ინ­სტი­ტუ­ტებ­ზე უფრო მაღ­ლა დგას, არის მხო­ლოდ "ღმერ­თი". ამ თვალ­საზ­რი­სით, ღვთის ცნე­ბა არის სიმ­ბო­ლო რო­გორც მორ­წმუ­ნე­თათ­ვის, ისე მათ­თვი­საც, ვი­საც არ სწამს ღმერ­თი, მაგ­რამ არ უარ­ყოფს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას- მათ შო­რის, სინ­დი­სის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას.

ღვთის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბით კონ­სტი­ტუ­ცია ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ადა­მი­ა­ნუ­რი გო­ნის თვით­გაღ­მერ­თე­ბას. სა­ში­შია ისე­თი პო­ლი­ტი­კუ­რი და სუ­ლი­ე­რი კონ­სტრუქ­ცია, რო­მე­ლიც დას­ცი­ნის ღმერ­თის წი­ნა­შე რი­დის თე­ზას, ან უარ­ყოფს ათას­წლე­უ­ლე­ბის კულ­ტუ­რუ­ლი ის­ტო­რი­ის სიმ­ბო­ლო­ებს და გან­ვი­თა­რე­ბას გა­ნი­ხი­ლავს მხო­ლოდ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის მიმ­დი­ნა­რე, ყო­ფი­თი პრობ­ლე­მე­ბის ჭრილ­ში (Udo die Fabio) ღმერ­თის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­ურ-სა­მარ­თლებ­რი­ვი თეზა არის პო­ზი­ტი­უ­რი გო­ნე­ბის თე­ო­რი­უ­ლი აბ­სო­ლუ­ტიზ­მის უარ­ყო­ფა, რო­მე­ლიც ბა­ტო­ნობს ჩვენს გო­ნე­ბა­ზე რო­გორც რა­ცი­ო­ნა­ლიზ­მი (Klaus Schlaich). პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის დე­ფი­ციტ­მა შე­საძ­ლოა სა­ბე­დის­წე­რო შე­დე­გი იქო­ნი­ოს პო­ლი­ტი­კუ­რი წეს­რი­გი­სათ­ვის. იქ სა­დაც პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია სო­ცი­ა­ლუ­რი კონ­ტრო­ლის ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, ადა­მი­ა­ნის ქცე­ვა უკვე არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ხდე­ბა.

სა­ხელ­მწი­ფო უნდა იყოს რე­ლი­გი­ი­სა­გან გა­მიჯ­ნუ­ლი. რე­ლი­გი­ი­სა­გან გა­მიჯ­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, ამა­ვე დროს, არ ნიშ­ნავს "უღ­მერ­თო სა­ხელ­მწი­ფოს". ღვთის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მუდ­მი­ვად შეგ­ვახ­სე­ნებს ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მიერ ადა­მი­ა­ნო­ბი­სა და კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნილ "უღ­მერ­თო და­ნა­შა­უ­ლებს". ღვთის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უარ­ყოფს "ყოვ­ლის­შემ­ძლე სა­ხელ­მწი­ფოს" იდე­ას. სა­ხელ­მწი­ფოს ფაქ­ტობ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ზღვარ­და­დე­ბუ­ლია ღვთი­სა და ქვეყ­ნის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით. ღვთის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ამავდრო­უ­ლად, აფუძ­ნებს და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბი­სა და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის უფ­ლე­ბა­საც. ადა­მი­ა­ნებს აქვთ უფ­ლე­ბა და­უ­პი­რის­პირ­დნენ არა-ადა­მი­ა­ნურ, არა-ჰუ­მა­ნურ და ტო­ტა­ლუ­რად უსა­მარ­თლო სა­ხელ­მწი­ფო რე­ჟი­მებს.

ღვთი­სად­მი აპე­ლი­რე­ბა აყა­ლი­ბებს ავ­ტარ­კი­უ­ლი და ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მე­ბი­სა­გან დაც­ვის ერ­თგვარ გა­რან­ტი­ას. თუმ­ცა, მხო­ლოდ რწმე­ნა ვერ დაგ­ვი­ცავს ტო­ტა­ლი­ტა­რიზ­მი­სა­გან. ძა­ლა­დო­ბა ხში­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა რე­ლი­გი­ის სა­ხე­ლით და თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბიც ცხად­ყოფს, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა რე­ლი­გია ინ­სტრუ­მენ­ტა­ლი­ზე­ბულ იქ­ნეს კონ­ფლიქ­ტის პრო­ვო­ცი­რე­ბი­სა და ტე­რო­რის "ლე­გი­ტი­მა­ცი­ი­სათ­ვის".

ღვთის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მო­ი­თხოვს არა­მარ­ტო პო­ლი­ტი­კი­სა და რე­ლი­გი­ის გა­მი­ჯვნას, არა­მედ რე­ლი­გი­უ­რი ფა­ნა­ტიზ­მის დაძ­ლე­ვა­საც. არა­ნაკ­ლებ სა­ში­შია ფუნ­და­მენ­ტა­ლიზ­მიც. ფუნ­და­მენ­ტა­ლიზ­მი ეს­წრაფ­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბის რთუ­ლი, კომ­პლექ­სუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბას და ცდი­ლობს მკა­ფიო "ფრონ­ტის ხაზი" გა­ავ­ლოს "ჩვე­ნი­ან­სა და "არა-ჩვე­ნი­ანს" შო­რის. ასე­თი მიდ­გო­მა არ ტო­ვებს თა­ვი­სუ­ფალ ად­გილს დის­კურ­სის, კრი­ტი­კი­სა და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სათ­ვის. ფუნ­და­მენ­ტა­ლიზ­მი შე­იძ­ლე­ბა უმ­რავ­ლე­სო­ბი­და­ნაც მო­დი­ო­დეს. ქრის­ტე სწო­რედ უმ­რავ­ლე­სო­ბამ აცვა ჯვარს და ასე­ვე უმ­რავ­ლე­სო­ბამ გაც­ვა­ლა ის ბა­რა­ბა­ში. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რი­დან მომ­დი­ნა­რე წნე­ხის დაძ­ლე­ვა უფრო რთუ­ლიც არის, ვიდ­რე სა­ხელ­მწი­ფოს ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბი­სა. ღვთის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კონ­სტრუქ­ცია ასე­თი ტო­ტა­ლი­ტა­რიზ­მის პრე­ვენ­ცი­ა­საც ემ­სა­ხუ­რე­ბა.

II. კონ­სტი­ტუ­ცი­ის ინ­ტეგ­რა­ცი­უ­ლი ფუნ­ქცია

კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ზა­ნია სო­ცი­ა­ლუ­რი მშვი­დო­ბა და ერ­თი­ა­ნო­ბა. ძი­რი­თა­დი კა­ნო­ნი ეს­წრაფ­ვის სხვა­დას­ხვა რე­ლი­გი­უ­რი ჯგუ­ფე­ბის ინ­ტეგ­რა­ცი­ას, და არა იზო­ლა­ცი­ას ან გა­მი­ჯვნას.

სა­ქარ­თვე­ლო არის სე­კუ­ლა­რუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, სა­დაც რე­ლი­გია და სა­ხელ­მწი­ფო გა­მიჯ­ნუ­ლია ერ­თმა­ნე­თი­სა­გან. ამა­ვე დროს, "გა­მიჯ­ნუ­ლი" არ ნიშ­ნავს "და­პი­რის­პი­რე­ბულს". სე­კუ­ლა­რუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო არ არის "ათე­ის­ტუ­რი სა­ხელ­მწი­ფო". ლა­ი­ცის­ტუ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბიც არ არი­ან აბ­სო­ლუ­ტუ­რად გულ­გრი­ლი და ინ­დი­ფე­რენ­ტუ­ლი რე­ლი­გი­ის მი­მართ. სა­ხელ­მწი­ფო უნდა იყოს რე­ლი­გი­უ­რად და მსოფ­ლმხედ­ვე­ლობ­რი­ვად ნე­იტ­რა­ლუ­რი. ნე­იტ­რა­ლუ­რო­ბა მო­ი­თხოვს, რომ სა­ხელ­მწი­ფო ვერ ჩა­ე­რე­ვა რე­ლი­გი­ურ და მსოფ­ლმხედ­ვე­ლობ­რივ და­ვებ­ში და ვერ იქ­ნე­ბა მხა­რე. ამა­ვე დროს, სა­ხელ­მწი­ფო არ უნდა უწყობ­დეს ხელს ლა­ი­ციზმს ან რე­ლი­გი­ი­სად­მი მტრუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.

ღვთი­სად­მი მი­მარ­თვით კონ­სტი­ტუ­ცია არა­ვის აი­ძუ­ლებს აღი­ა­როს ღმერ­თი და არც არა­ვის არ­თმევს ღმერ­თს. ღვთი­სად­მი აპე­ლი­რე­ბას არ აქვს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცი­ის ფუნ­ქცია. თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ის­ტო­რია იწყე­ბა სწო­რედ იმ დრო­ი­დან, რო­დე­საც რე­ლი­გი­ამ და­კარ­გა სა­ხელ­მწი­ფოს ლე­გი­ტი­მა­ცი­ის ფუნ­ქცია (Böckenförde).

სა­ხელ­მწი­ფოს ლე­გი­ტი­მა­ცი­ის ერ­თა­დერ­თი წყა­როა სა­ქარ­თვე­ლოს ხალ­ხი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს იმ ნა­წილ­საც, ვი­საც ღმერ­თი არ სწამს. კონ­სტი­ტუ­ცია სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის ძი­რი­თა­დი კა­ნო­ნია, მი­უ­ხე­და­ვად მათი რე­ლი­გი­უ­რი რწმე­ნი­სა და აღმსა­რებ­ლო­ბი­სა. კონ­სტი­ტუ­ცია ერ­თდრო­უ­ლად იცავს ქრის­ტი­ა­ნე­ბის, მუ­სულ­მა­ნე­ბის, ებ­რა­ე­ლე­ბის ღმერ­თსაც. ძი­რი­თა­დი კა­ნო­ნი უნდა ას­რუ­ლებ­დეს თვი­თი­დენ­ტი­ფი­კა­ცი­ის ფუნ­ქცი­ას თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქი­სათ­ვის, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, არის ის მორ­წმუ­ნე, ათე­ის­ტი თუ აგ­ნოს­ტი­კო­სი. კონ­სტი­ტუ­ცი­ით დად­გე­ნილ წეს­რიგ­ში ყვე­ლამ, მორ­წმუ­ნემ და არა­მორ­წმუ­ნე­მაც, თავი უნდა იგ­რძნოს რო­გორც სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში.

კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი ღვთის იდეა აბ­სტრაქ­ტუ­ლია. დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი იქ­ნე­ბო­და კონ­სტი­ტუ­ცი­ის ტექ­სტში მხო­ლოდ ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ღმერ­თის მოხ­სე­ნი­ე­ბა. თუმ­ცა, ის­ტო­რი­უ­ლი გან­მარ­ტე­ბის გზით შე­საძ­ლე­ბე­ლია და­ვას­კვნათ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ძი­რი­თა­დი კა­ნო­ნი "ღვთის" ქვეშ მო­ი­აზ­რებს ქრის­ტი­ა­ნულ ღმერ­თს. ის­ტო­რი­უ­ლად, ქრის­ტი­ა­ნო­ბამ დიდი როლი შე­ას­რუ­ლა ქარ­თუ­ლი იდენ­ტო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­აც აღი­ა­რებს მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის გან­სა­კუთ­რე­ბულ როლს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში.

რწმე­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ ნიშ­ნავს უა­რის თქმას ეროვ­ნულ იდენ­ტო­ბა­სა და ტრა­დი­ცი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე. ტო­ლე­რან­ტო­ბა არ მო­ი­თხოვს, რომ გულ­გრი­ლი იყო სა­კუ­თა­რი სუ­ლი­ე­რი და რე­ლი­გი­უ­რი ფეს­ვე­ბის მი­მართ. "სა­ხელ­მწი­ფოს, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს რწმე­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბას და არის რე­ლი­გი­ურ მსოფ­ლმხედ­ვე­ლობ­რი­ვად ნე­იტ­რა­ლუ­რი, არ შე­უძ­ლია მო­წყდეს ის­ტო­რი­უ­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ ღი­რე­ბუ­ლე­ბით წარ­მოდ­გე­ნებს, რო­მელ­საც ეფუძ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თი­ა­ნო­ბა. ქრის­ტი­ა­ნუ­ლი რწმე­ნა და ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბი...(სა­ზო­გა­დო­ე­ბის) უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გან­მსა­ზღვრე­ლი ფაქ­ტო­რია" - აღ­ნიშ­ნუ­ლია გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ლუ­რი სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში.

III. ღმერ­თის იდეა ევ­რო­პულ კონ­სტი­ტუ­ცი­ებ­ში

და­სავ­ლეთ ევ­რო­პის 7 სა­ხელ­მწი­ფოს თა­ნა­მედ­რო­ვე კონ­სტი­ტუ­ცია შე­ი­ცავს მი­თი­თე­ბას ღმერ­თზე. ღმერ­თი­სად­მი მი­მარ­თვის ფორ­მის მი­ხედ­ვით გა­ნას­ხვა­ვე­ბენ ნო­მი­ნა­ტიო დეი და ინ­ვო­ცა­ტიო დეი-ს. ნო­მი­ნა­ტიო დეი-ს სა­ხით კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ღმერ­თის სა­ხე­ლი მხო­ლოდ მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია, ხოლო ინ­ვო­ცა­ტიო დეი -ს სა­ხით მი­მარ­თვა ხორ­ცი­ელ­დე­ბა ღმერ­თის სა­ხე­ლით. ინ­ვო­ცა­ტიო დეი გვხვდე­ბა სამი ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში- შვე­ი­ცა­რია, ირ­ლან­დია და სა­ბერ­ძნე­თი. შვე­ი­ცა­რი­ის კონ­სტი­ტუ­ცია, მა­გა­ლი­თად, გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია "ყოვ­ლის­შემ­ძლე ღმერ­თის სა­ხე­ლით!"

ევ­რო­პუ­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ე­ბი, რო­გორც წესი, პირ­და­პირ არ მი­უ­თი­თე­ბენ, თუ რო­მელ ღმერ­თს გუ­ლის­ხმო­ბენ- ქრის­ტი­ა­ნულს, თუ ზო­გა­დად ღმერ­თს რო­გორც უზე­ნა­ეს არ­სე­ბას. ამ მხრივ, გა­მო­ნაკ­ლი­სია ირ­ლან­დი­ის კონ­სტი­ტუ­ცია, რო­მე­ლიც პირ­და­პირ მი­უ­თი­თებს იესო ქრის­ტე­ზე. სა­ბერ­ძნე­თის კონ­სტი­ტუ­ცი­აც, ასე­ვე, მი­უ­თი­თებს ქრის­ტი­ა­ნულ ღმერ­თზე.

ევ­რო­კავ­ში­რის კონ­სტი­ტუ­ცი­ის პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბი­სას ბევ­რი ქვე­ყა­ნა მო­ი­თხოვ­და ტექ­სტში ყო­ფი­ლი­ყო მი­თი­თე­ბა ღმერ­თზე, ან ევ­რო­პის ქრის­ტი­ა­ნულ მემ­კვიდ­რე­ო­ბა­ზე. სა­ბო­ლო­ოდ, გა­ი­მარ­ჯვა საფ­რან­გე­თის პო­ზი­ცი­ამ, რო­მელ­მაც მისი ლა­ი­ცის­ტუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უარ­ყო ღმერ­თზე ან ქრის­ტი­ა­ნო­ბა­ზე მი­თი­თე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა.

თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ერი­დე­ბა თე­ოკ­რა­ტი­ულ მიდ­გო­მებს და ცდი­ლობს მის­გან დის­ტან­ცი­რე­ბას, ხოლო სა­მარ­თა­ლი ეს­წრაფ­ვის ერ­თგვარ ემან­სი­პა­ცი­ას მისი თე­ო­ლო­გი­უ­რი და ის­ტო­რი­უ­ლი ფეს­ვე­ბი­სა­გან. "პო­ლი­ტი­კა ტრა­დი­ცი­ი­სა და ტრან­სცენ­დენ­ტუ­რის გა­რე­შე"- შე­იძ­ლე­ბა ასე ეწო­დოს ამ ტენ­დენ­ცი­ას, რომ­ლის მიმ­დევ­რე­ბიც (მათ შო­რის, თე­ო­ლო­გე­ბის ნა­წი­ლიც) მო­ი­თხო­ვენ ღმერ­თის ცნე­ბის ამო­ღე­ბას ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო დო­კუ­მენ­ტი­დან. ეკ­ლე­სი­ის კრი­ტი­კა არ გა­ნი­ხი­ლე­ბა რო­გორც ღმერ­თის კრი­ტი­კა. რწმე­ნა არის პი­რა­დი, კერ­ძო საქ­მე და მას არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ უნდა ჰქონ­დეს პო­ლი­ტი­კას­თან- ასე­თია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის ძი­რი­თა­დი არ­გუ­მენ­ტი.

ამ მიდ­გო­მე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ძლი­ერ­დე­ბა სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ტენ­დენ­ცი­აც. სულ უფრო აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა არა­მარ­ტო ის, თუ რამ­დენ რე­ლი­გი­ას "აი­ტანს" სა­ზო­გა­დო­ე­ბა, არა­მედ ისიც, თუ რე­ლი­გი­უ­რო­ბის რა მი­ნი­მა­ლუ­რი დო­ზაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­დარ­ჩე­ნი­სათ­ვის ( ინ­ვო­ცა­ტიო დეი ). სა­მარ­თლებ­რი­ვი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის კვლე­ვის პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი თე­ო­ლო­გი­ურ-ის­ტო­რი­უ­ლი, ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი და სუ­ლი­ე­რი სა­წყი­სე­ბის კვლე­ვაც. არ უნდა და­ვი­ვი­წყოთ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ქრის­ტი­ა­ნუ­ლი და ბიბ­ლი­უ­რი ძი­რე­ბიც. გან­სა­კუთ­რე­ბით ეს ეხე­ბა სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბას, ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბას... ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბის მეტა-იუ­რი­დი­უ­ლი ბუ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის გა­რე­შე სა­ერ­თოდ შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და მისი ეფექ­ტუ­რი დაც­ვა.

IV. ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი პლუ­რა­ლიზ­მი და ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა

სა­ხელ­მწი­ფოს ფუნ­ქცია არ არის ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი მას­შტა­ბე­ბის დად­გე­ნა. არ შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს "სა­ხელ­მწი­ფო მო­რა­ლი". მაგ­რამ, მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნე­ბიც ვერ და­ად­გე­ნენ ღი­რე­ბუ­ლე­ბით მას­შტა­ბებს. მარ­თლწეს­რი­გი და პო­ლი­ტი­კუ­რი წეს­რი­გი არ არის "უპი­რო­ბო"- კონ­სტი­ტუ­ცი­აც ად­გენს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი შე­ბო­ჭი­ლი არი­ან წი­ნას­წარ მო­ცე­მუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით, პირ­ველ რიგ­ში ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბი­თა და უფ­ლე­ბე­ბით. ადა­მი­ა­ნი და ვერც ხალ­ხის უმ­რავ­ლე­სო­ბა ვერ გა­ა­უქ­მებს ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რო­მელ­თა აღი­ა­რე­ბაც, ასე­ვე, არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბის ნე­ბა­ზე.

თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ეპო­ქი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა დე­ვალ­ვა­ცი­ის გავ­ლე­ნით, სულ უფრო "ატო­მი­ზი­რე­ბუ­ლი" და ფრაგ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი ხდე­ბა. აშ­კა­რად იგ­რძნო­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი სო­ლი­და­რო­ბის დე­ფი­ცი­ტიც. პი­როვ­ნუ­ლი ავ­ტო­ნო­მი­ი­სა და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას­თან ერ­თად, არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თი­ა­ნო­ბის მიღ­წე­ვაც. რა აერ­თი­ა­ნებს ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას? არის ეს რე­ლი­გია, ტრა­დი­ცია, ჩვე­უ­ლე­ბა, ის­ტო­რია, ენა, კულ­ტუ­რა, თუ სხვა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი? ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი შე­საძ­ლე­ბე­ლია ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს მხო­ლოდ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კონ­სენ­სუ­სის სა­ფუძ­ველ­ზე.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა ვერ გან­ვი­თარ­დე­ბა კონ­ფლიქ­ტე­ბი­სა და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბის გა­რე­შე- იქ სა­დაც არ არის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, არ არის გან­ვი­თა­რე­ბაც. პლუ­რა­ლის­ტუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს თა­ვი­სუ­ფალ სივ­რცეს "სხვი­სი" რე­ლი­გი­ი­სა და "გან­სხვა­ვე­ბუ­ლის" გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის. "გან­სხვა­ვე­ბუ­ლი" არ უნდა იყოს გან­წი­რუ­ლი გა­უ­ცხო­ე­ბი­სათ­ვის. "გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბა" არის ნორ­მა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რა­საც ვერ ვი­ტყვით "გა­უ­ცხო­ე­ბულ­ზე". მი­თუფ­რო არა­ნორ­მა­ლუ­რია გა­უ­ცხო­ე­ბა რწმე­ნი­სა და მსოფ­ლმხედ­ვე­ლობ­რი­ვი შე­ხე­დუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. რე­ლი­გი­ის ინ­ტეგ­რა­ცი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თი­ა­ნო­ბის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად.

რე­ლი­გი­უ­რი პლუ­რა­ლიზ­მი არის ევ­რო­პუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე სა­მარ­თლებ­რი­ვი წეს­რი­გის სა­ფუძ­ვე­ლი. სწო­რედ ევ­რო­პუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის სე­კუ­ლა­რულ­მა ხა­სი­ათ­მა გა­მო­ა­თა­ვი­სუფ­ლა ადა­მი­ა­ნებ­ში უზარ­მა­ზა­რი ენერ­გია, წა­ა­ხა­ლი­სა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ინი­ცი­ა­ტი­ვა, პი­როვ­ნუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა. შემ­თხვე­ვი­თი არაა, რომ რწმე­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა ერთ-ერთი პირ­ვე­ლია თა­ვი­სუფ­ლე­ბის უფ­ლე­ბა­თა­გან. რწმე­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ლო­გი­კუ­რი გაგ­რძე­ლე­ბა იყო პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბაც- თუ მე შე­მიძ­ლია თა­ვი­სუფ­ლად გან­ვსა­ზღვრო რწმე­ნა, შე­მიძ­ლია ასე­ვე თა­ვი­სუფ­ლად ავირ­ჩიო პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის ფორ­მაც.

ამა­ვე დროს, დე­მოკ­რა­ტია ვერ გან­ვი­თარ­დე­ბა მხო­ლოდ სე­კუ­ლა­რუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ბა­ზა­ზე. არც რე­ლი­გი­ი­სად­მი და­პი­რის­პი­რე­ბა ნიშ­ნავს თა­ვი­სუფ­ლე­ბის იდე­ი­სად­მი სამ­სა­ხურს. საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის ათე­ის­ტუ­რი რე­ჟი­მის და სხვა ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაც გვიჩ­ვე­ნებს, რომ ღმერ­თის იდე­ის დევ­ნას არ მო­აქვს მეტი დე­მოკ­რა­ტია. რე­ლი­გი­ას­თან და­პი­რის­პი­რე­ბას და მას­თან ბრძო­ლას, ისე­ვე რო­გორც რე­ლი­გი­ურ კონ­ფლიქ­ტებს ის­ტო­რი­უ­ლად, არც სე­კუ­ლა­რი­ზა­ცი­ამ­დე მი­ვუყ­ვა­ნი­ვართ.

VIII. რე­ლი­გია რო­გორც კულ­ტუ­რის ნა­წი­ლი

კონ­სტი­ტუ­ცია არ არის მხო­ლოდ იუ­რი­დი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტი- ის ასა­ხავს კულ­ტუ­რულ მემ­კვიდ­რე­ო­ბას და აყა­ლი­ბებს ერის იმე­დის ფუნ­და­მენტს (Peter Häberle). რე­ლი­გი­ას ადა­მი­ა­ნე­ბი, პირ­ველ რიგ­ში, იმედ­თან აკავ­ში­რე­ბენ. ამ­ქვეყ­ნი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი წეს­რი­გი არას­რულ­ყო­ფი­ლია და წარ­მა­ვა­ლი, ხოლო ძა­ლა­უფ­ლე­ბა კი - მოჩ­ვე­ნე­ბი­თი. არა­ფე­რი ისე მალე არ ძველ­დე­ბა, რო­გორც პო­ლი­ტი­კა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ადა­მი­ა­ნებს აქვთ იმე­დი, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი წეს­რი­გის სრულ­ყო­ფა, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა და უფრო ჰარ­მო­ნი­უ­ლი წე­სე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბაც. იმე­დი გვაძ­ლევს პე­სი­მიზ­მის, პა­სი­უ­რი ყო­ფი­სა და პა­რა­ზი­ტუ­ლი გან­წყო­ბე­ბის დაძ­ლე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. იმე­დი გა­ნამ­ტკი­ცებს რწმე­ნას, მათ შო­რის სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რწმე­ნა­საც. იმე­დი აფარ­თო­ებს ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის არე­ალს. ფარ­თო სივ­რცე­ში კი ყო­ველ­თვის უფრო თა­ვი­სუფ­ლად სუნ­თქავ და შე­გიძ­ლია უფრო დატ­კბე თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ცდით.

კა­ცობ­რი­ო­ბის ვექ­ტო­რი ყო­ველ­თვის გან­ვი­თა­რე­ბის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი. ადა­მი­ა­ნებ­ში ერ­თგვა­რად კო­დი­რე­ბუ­ლია სწრაფ­ვა იდე­ა­ლუ­რის­კენ, სრულ­ყო­ფი­ლის­კენ. ამ გრძე­ლი და ხან­გრძლი­ვი მოგ­ზა­უ­რო­ბის პრო­ცეს­ში მიღ­წე­უ­ლი პროგ­რე­სი აშ­კა­რაა- ჩვენ გა­ცი­ლე­ბით უფრო თა­ვი­სუ­ფა­ლი და ტო­ლე­რან­ტუ­ლი გავ­ხდით. მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბის, შფო­თი­სა და უწეს­რი­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ადა­მი­ა­ნე­ბი უფრო მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ეკი­დე­ბი­ან გლო­ბა­ლურ პრობ­ლე­მებ­საც. იდე­ა­ლურ­თან, სრულ­ყო­ფილ­თან, ღვთი­ურ­თან მი­ახ­ლო­ე­ბა კი შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და კა­ცობ­რი­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხან­გრძლი­ვი ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე დაგ­რო­ვი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და ცოდ­ნის წყა­ლო­ბით.

პროგ­რე­სის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი და­უ­პი­რის­პირ­დე ტრა­დი­ცი­ებს ან ეცა­დო მათ გან­დევ­ნას. ეს არა­მარ­ტო არა­გო­ნივ­რუ­ლია, არა­მედ არა­რე­ა­ლუ­რიც- რო­გორც ვერ გა­ექ­ცე­ვი სა­კუ­თარ ჩრდილს, ისე ვერ მო­წყდე­ბი სა­კუ­თარ წარ­სულს, ტრა­დი­ცი­ა­სა და ის­ტო­რი­ას.

თა­ვი­სუ­ფა­ლი, ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფორ­მი­რე­ბა არ ნიშ­ნავს, რომ უარი ვთქვათ ნორ­მა­ტი­ულ მას­შტა­ბებ­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბით ორი­ენ­ტი­რებ­ზე. პი­რი­ქით, ეს ორი­ენ­ტი­რე­ბი უნდა ას­რუ­ლებ­დეს ერ­თგვა­რი საყ­რდე­ნის ფუნ­ქცი­ას და უნდა დაგ­ვეხ­მა­როს, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ მი­მა­ვალ რთულ გზა­ზე უფრო მყა­რად და იმე­დი­ა­ნად ვიგ­რძნოთ თავი.

ღი­რე­ბუ­ლე­ბით ორი­ენ­ტი­რებს მხო­ლოდ მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი არ სა­ჭი­რო­ე­ბენ. ეს ორი­ენ­ტი­რე­ბი აუ­ცი­ლე­ბე­ლია მათ­თვი­საც, ვინც უარ­ყოფს ღმერ­თის იდე­ას, მაგ­რამ არ უარ­ყოფს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სინ­დი­სის წი­ნა­შე. ასე­თი ორი­ენ­ტი­რე­ბი სა­ჭი­როა რო­გორც პო­ლი­ტი­კურ, ისე ყო­ველ­დღი­ურ, ინ­ტერ-პერ­სო­ნა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­შიც.

მარ­ტო­ო­დენ მსოფ­ლმხედ­ვე­ლობ­რი­ვი, რე­ლი­გი­უ­რი პლუ­რა­ლიზ­მი და ტო­ლე­რან­ტო­ბა არ კმა­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თი­ა­ნო­ბის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად. ეს ერ­თი­ა­ნო­ბა შე­იძ­ლე­ბა და­ე­ფუძნოს მხო­ლოდ თან­ხმო­ბა­სა და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­რივ კონ­სენ­სუსს. კონ­სენ­სუ­სის მიღ­წე­ვის ერ­თა­დერ­თი გზა არის თა­ვი­სუ­ფა­ლი დის­კურ­სი, რო­მელ­შიც თი­თო­ე­ულს შე­უძ­ლია წარ­მო­ად­გი­ნოს სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია. თა­ვი­სუ­ფა­ლი დის­კურ­სი უზ­რუნ­ვე­ლოფს "გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბა­თა" თა­ნა­არ­სე­ბო­ბას და გა­უ­ცხო­ე­ბის დაძ­ლე­ვას. მხო­ლოდ თა­ვი­სუ­ფალ, აქ­ტი­ურ და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბულ მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­უძ­ლი­ათ იკის­რონ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ღვთი­სა და ქვეყ­ნის წი­ნა­შე.

გია ხუ­ბუა

პრო­ფე­სო­რი