#წერექართულად პროექტის ფარგლებში ფონტების ინჟინერიის შემსწავლელი კურსები დაიწყო

"თიბისი ბანკის" პროექტის, #წერექართულად ფარგლებში დაინტერესებული პირები კომპიუტერისა და ელექტრონული მოწყობილობებისთვის ფონტების შექმნას შეისწავლიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბანკიდან აცნობეს, პროექტს ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ლაბორატორია, "ჯეოლაბი" და "თიბისი ბანკი", კომპანია Monotype Imaging-ის მხარდაჭერით ახორციელებენ და მისი მიზანია ქართველი დიზაინერების ფონტების გაციფრულებაში მომზადება.

ფონტების ინჟინერიის შემსწავლელი კურსები რვა ლექციისაგან შედგება. 2 თვის განმავლობაში, დაინტერესებული პირები შრიფტის აგებისა და მისი ტექნიკური დამუშავების შესახებ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას მიიღებენ. მასტერკლასებს მსოფლიოში წამყვანი კომპანიის Monotype-ის ფონტების ინჟინრები იან კარვატი, ფილიპ ბლეზეკი და ამავე კომპანიის ქართველი კონსულტანტ-დიზაინერი აკაკი რაზმაძე ჩაატარებენ.

მასტერკლასების დასრულების შემდეგ, კურსის მონაწილეები #წერექართულად პროექტის ფარგლებში დაგეგმილ კონკურსში გამარჯვებული შრიფტებისათვის ფონტებს შექმნიან. ასევე მათ მიერ გაკეთებული ფონტები კულტურული მემკვიდრეობის გაციფრულების პროექტში იქნება გამოყენებული. ფონტების ინჟინერიის კურსებზე დარეგისტრირება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო, 400-მდე შემოსული აპლიკაციის შედეგად 25 საუკეთესო აპლიკანტი შეირჩა. ისინი ფონტების ინჟინერიის შემსწავლელი კურსების ფარგლებში, ახალ უნარებს დაეუფლებიან.

"Monotype Imaging ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა მსოფლიოში, რომლის სახელსაც უკავშირდება ისეთი ფონტები, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ. მაგალითად, Helvetica, Times New Roman და სხვა", - აცხადებენ ბანკში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის