ბაჩანა ბრეგვაძე მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს

ცნობილი ქართველი მეცნიერი, მთარგმნელი და მწერალი ბაჩანა ბრეგვაძე ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.

დაკრძალვის ცერემონიალს ბაჩანა ბრეგვაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებთან ერთად საქართველოს მთავრობის წევრები, ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე დაესწრნენ.

დაკრძალვამდე ბაჩანა ბრეგვაძის სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართა, სადაც მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა გადაიხადა.

"დღეს ჩვენ უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ პიროვნება, რომელიც იყო განათლების ეტალონი. ფაქტობრივად უანგაროდ მუშაობდა, უამრავი საგანძური დაუტოვა ჩვენს სამშობლოს. ის ღირსეულ ადგილს დაიკავებს საქართველოს ისტორიაში", - განუცხადა ჟურნალისტებს დაკრძალვის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო