PSP-ს ტრადიციულ გათამაშებაში მომხმარებელი უკვე 10 ლარის შენაძენზე ჩაერთვება

PSP-ს ტრადიციული წამახალისებელი გათამაშება „4 სეზონი - 4 გათამაშება“ გრძელდება. მომდევნო ერთ წლის განმავლობაში 12 პრიზი გათამაშდება. PSP-მ წელს მოხმარებელს უპრეცედენტო პირობა შესთავაზა. მომხმარებელი უკვე მხოლოდ 10 ლარიან შენაძენზე ერთვება გათამაშებაში, რათა მოიგოს ახალი 2016 წლის GLA კლასის „მერსედესი“,გარემონტებულ ბინა „m²-ში“ ცენტრალური გათბობითა და სამზარეულოთი, ასევე ყოველთვიური 2000 ლარიან ხელფასი ერთი წლის განმავლობაში.

„ჩვენი გათამაშება ყოველთვის მომხმარებლის დიდი ინტერესით გამოირჩეოდა. წელს გადავწყვიტეთ სიურპიზი გავუკეთოთ ჩვენს მომხმარებელს და მათთვის სასურველ პრიზებს ვათამაშებთ. პსპ-ს ყველა მომხმარებელი გამარჯვებულია, რადგანაც ხარისხიან მედიკამენტებთან ერთად ყოველთვის ყველაზე დაბალ ფასს იღებს და ამით ფულსაც ზოგავს და დამატებით წამახალისებელ გათამაშებაშიც ერთვება“, - აცხადებენ პსპ-ში.

გაზაფხულის სეზონის გათამაშება რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში 26 მაისს, 18:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება „კურიერის“ დასრულების შემდეგ გადაიცემა.

PSP 22 წლის ისტორიის მქონე კომპანიაა. წამახალისებელ გათამაშება 2008 წელს დაიწყო და უკვე 15-ჯერ ჩატარდა. PSP-ს მომხმარებლებმა უკვე მოიგეს 42 ავტომობილი, 4 ბინა თბილისში, 4 ორიათასლარიანი ხელფასი მთელი წლის განმავლობაში. 128 ოჯახს კი PSP-გან ძვირადღირებული საჩუქრები გადაეცა.

(R)

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის