მიხეილ ჯანელიძე - ველით, რომ გადაწყვეტილება დროულად იქნება მიღებული

ეს იძლევა ძალიან დიდ შესაძლებლობებს რეალური ნაბიჯების გადადგმისთვის ევროპული ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, უვიზო მიმოსვლის შესახებ ევროკომისიის საკანონმდებლო ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიმართ კითხვები არ არსებობს. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ ინიციატივას ევროპარლამენტი და ევროპის საბჭო მხარს დაუჭერენ.

"ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ ჩვენი მოქალაქეები უფრო მეტად იყვნენ ინტეგრირებული ევროკავშირთან, მიეცეთ საშუალება თავისუფალი გადაადგილების. ჩვენს მეწარმეებს მიეცეთ საშუალება მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა გამოფენებში, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და შენგენის ქვეყნებში ხორციელდება, მოახერხონ შეხვედრების ორგანიზება თავიანთ ბიზნეს პარტნიორებთან, ჩვენმა მოქალაქეებმა თავისუფლად მოახერხონ ტურისტული მიზნით ევროკავშირის წევრებში სტუმრობა. ეს იძლევა ძალიან დიდ შესაძლებლობებს რეალური ნაბიჯების გადადგმისთვის ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ძალიან მალე იქნება გადაწყვეტილება მიღებული ამ ცვლილების ამოქმედებასთან დაკავშირებით და ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს საქართველოს პასპორტი, მიეცემა საშუალება ისარგებლოს ამ მნიშვნელოვანი ცვლილებით და შესაძლებლობით, რომელიც მონიჭებული იქნა ევროკომისიის გადაწყვეტილებით და რომელსაც იმედს ვიტოვებ, როიმ მხარს დაუჭერს საბჭო და პარლამენტი, რომელთა ინფორმირება საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ რეგულარულად ხდებოდა. აქედან გამომდინარე ამ პროცესისადმი არ არსებობს კითხვა და ველით, რომ გადაწყვეტილება მათი მხრიდან დროულად იქნება მიღებული", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო