მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი დღეს, "ბიბლუსი გალერიში" მკითხველს შეხვდება

ცნობილი ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი დღეს ქართველ მკითხველს შეხვდება. ავტორთან შეხვედრა 15:30 საათიდან 17:00 საათამდე - "ბიბლუსი გალერეაში" გაიმართება. ფრედერიკ ბეგბედერი გაესაუბრება მკითხველს, უპასუხებს მათ კითხვებს და დაარიგებს სამახსოვრო ავტოგრაფებს.

ავტორის ვიზიტთან დაკავშირებით "გამომცემლობა პალიტრა L" გამოსცემს ბეგბედერის საქვეყნოდ აღიარებული წიგნის "99 ფრანკის" სპეციალურ ვერსიას, რომლის შეძენა შესაძლებელი გახდება 10 მარტიდან წიგნის მაღაზიებში და ვიზიტის დღეს "ბიბლუსი გალერეაში".

"გამომცემლობა პალიტრა L" ფრედერიკ ბეგბედერის წიგნებს 2012 წლიდან გამოსცემს. უკვე გამოიცა: "99 ფრანკი" , რომელიც შევიდა სერიაში, "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ", ცალკეულ გამოცემებად გამოვიდა Windows On The World, "საბოლოო აღწერა ჩამოფასებამდე", "მიშველე, ბოდიში" . ბეგბედერის სამტომეული გამოვიდა "ჩემი რჩეული მსოფლიოს" ფარგლებშიც. მასში შევიდა წიგნები: "ფრანგული რომანი", " 99 ფრანკი", " მოსიყვარულე ეგოისტი", Windows On The World.

თანამედროვე ფრანგი მწერალი, ლიტერატურული კრიტიკოსი და გამომცემელი ფრედერიკ ბეგბედერი დაიბადა 1965 წელს საფრანგეთში. იგი თავის ოჯახს ძალიან ბურჟუაზიულს უწოდებს და ამბობს, რომ ამ ფენისგან გამოყოფა მოისურვა. გამოეყო კიდეც თავისი სკანდალური რომანით - 2000 წელს გამოიცა ბეგბედერის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები "99 ფრანკი" , რომელსაც მოგვიანებით ავტორის აღიარება მოჰყვა, თუმცა რომანის სიუჟეტისა და მასში ასახული თანამედროვე რეალობის გამო ბეგბედერი სარეკლამო სააგენტოდან დაითხოვეს.

"99 ფრანკი" სხვადასხვა ენაზე თარგმნამდე მხოლოდ საფრანგეთში 400000 ეგზემპლარი გაიყიდა.

ფრედერიკ ბეგბედერი საქართველოს "ჟურნალი 12"-ის რედაქტორის ოლგა ბაბლუანის მოწვევით ესტუმრება.

ვიზიტის ფარგლებში, 11 მარტს, ავტორი გამართავს პრესკონფერენციას მედიის წარმომადგენლებისათვის და მწერალთა სახლში დახურულ შეხვედრაზე შეხვდება ქართველ მწერლებს. 12 მარტს გაიმართება მისი ახალი ფილმის "სიყვარული ცოცხლობს 3 წელის" ჩვენება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის