აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი განახლდება

სოფელ ძველ აბაშაში, წელს ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი განახლდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მუზეუმის ტერიტორიაზე ღია სცენა განთავსდება, მოეწყობა ასევე გამსახურდიების ჯარგვალი. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორ ლევან შონიას განცხადებით, ღია სცენის გამართვა კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმს ახალ სიცოცხლეს შესძენს.

კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმში გასულ წელს გალავანი და ჭიშკარი გაკეთდა, ასევე დამონტაჟდა გარე განათება და ეზოში მოეწყო მოსასვენებელი ადგილები, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 32 ათას ლარამდე დაიხარჯა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის