თამაზ მეჭიაური "იდენტობის" აქციაზე – ცინიკურია იმ ქალაქში ასეთი აქცია, საიდანაც აღმაშენებელმა ქვეყნის გაერთიანება დაიწყო

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური "ცინიკურად" მიიჩნევს, რომ ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობა" აქციის გამართვას გეგმავს.

შესაბამისი კომენტარი მეჭიაურმა თემაზე კომენტირებისას ჟურნალისტებთან ცოტა ხნის წინ გააკეთა.

"უბრალოდ ცინიკურია, როცა ქუთაისიდან იწყება ასეთი აქცია - იმ ქალაქიდან, საიდანაც აღმაშენებელმა ქვეყნის გაერთიანება დაიწყო და აქედან ,,გაპიდარასტებას" იწყებენ ზოგიერთები", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

დღეს, "იდენტობა" ქუთაისის პარლამენტის შენობის წინ აქციას გამართავს. არასამთავრობო ორგანიზაცია აპირებს გააპროტესტოს ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით საჯარო-საორგანიზაციო კომისიის შექმნის საკითხი, რომლის თაობაზეც გადაწყვეტილებას პარლამენტი, სავარაუდოდ, დღეს მიიღებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა