თსუ-ს აკადემიური საბჭო სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს ხვდება

თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის აკადემიური საბჭოს წევრები სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს ხვდებიან.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ აკადემიური საბჭოს წევრმა ნოდარ სურგულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი შეხვედრა სტუდენტების თხოვნით იმართება.

"დღეს სტუდენტების ნაწილმა მოითხოვა აკადემიურ საბჭოსთან შეხვედრა. ვეცნობით ჩვენ მათ მოთხოვნებს. აკადემიური საბჭო შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებს განცხადებას. სტუდენტების ერთი ნაწილი ითხოვს რექტორის გადადგომას, ნაწილი აკადემიური საბჭოს გადადგომას. ჩვენ ყველა საკითხს განვიხილავთ. არის საკითხები, რომლებზეც ვეთანხმებით სტუდენტებს, არის საკითხები, რომელსაც არ ვეთანხმებით", - განაცხადა ნოდარ სურგულაძემ.

მისივე განმარტებით, აკადემიური საბჭო უკვე დატოვა ორმა წევრმა. როგორც სურგულაძე აცხადებს, სხვა წევრებიც ფიქრობდნენ საბჭოს დატოვებას, თუმცა, "ეს იქნებოდა პასუხიმგებლობიდან გაქცევა". მისივე თქმით, ის ორი წევრი რომელმაც საბჭო დატოვა, საკმაოდ საჭირო წევრები იყვნენ.

"რატომ მიიღეს გადაწყვეტილება ჩვენთვის უცნობია. ჩვენ უნდა მოვილაპარაკოთ სხვადასხვა საკითხებზე, თუ გადადგა რექტორი, თუ გადადგა აკადემიური საბჭო, უპასუხისმგებლობა იქნება. მაშინ უნდა შევთანხმდეთ ვინ გააგრძელებს მომავალი არჩევნების ჩატარებას", - განაცხადა სურგულაძემ.

სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარის შალვა საბაურის განმარტებით, უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები უკვე სამართლებრივ ჭრილში გადავიდა.

"ჩვენ დღევანდელ აკადემიურ საბჭოს შეხვედრაზე დავაყენებთ საკითხებს. ეს იქნება რექტორის პასუხისმგებლობის საკითხი, ასევე იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, იმ პროფესორების, ვინც ჩართული იყვნენ უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებში", - განაცხადა შალვა საბაურმა.

მისივე განმარტებით, აკადემიური საბჭოს დაშლის პროცესი უკვე დაწყებულია და იმ ორ წევრს, რომელმაც საბჭო უკვე დატოვა "სხვებიც მიყვებიან".

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა