სინოპტიკოსები ხვალ ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ

მთელი საქართველოს მასშტაბით ხვალ ამინდი გაუარესდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, ამაღამ როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი.

მისივე თქმით, ხვალ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +6, +11 გრადუსი იქნება.

როგორც ნიორაძემ აღნიშნა, მთელი საქართველოს მასშტაბით ცივი ამინდი შენარჩუნდება 21 მარტსაც, დღის ტემპერატურა კი +5, +10 გრადუსის ფარგლებში იქნება.

მისივე თქმით, 22 მარტიდან შედარებით გამოიდარებს, მაგრამ ცალკეულ რაიონებში მცირე ნალექი შენარჩუნდება. დღის ტემპერატურაც ნელ-ნელა მოიმატებს, თუმცა ღამის ტემპერატურა ჯერჯერობით დაბალი იქნება.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის