თედო ჯაფარიძე - ეს იყო საზარელი თავდასხმა მსოფლიო ცივილიზაციის წინააღმდეგ

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ბრიუსელში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს გმობს.

როგორც ჯაფარიძის განცხადებაშია ნათქვამი, ეს იყო საზარელი თავდასხმა მსოფლიო ცივილიზაციის წინააღმდეგ. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საქართველო გადაჭრით აღიარებს დასავლურ კურსს, მის იდეალებსა და ფასეულობებს და ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში თავისი წვლილი შეაქვს.

"დღეს ბრიუსელში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უსასტიკესი ტერორისტული აქტები განხორციელდა. არის უდანაშაულო მსხვერპლი. ჩვენ მთელს ევროპასთან ერთად განვიცდით ამ უმძიმეს ტრაგედიას. ეს იყო საზარელი თავდასხმა მსოფლიო ცივილიზაციის წინააღმდეგ. საქართველო გადაჭრით აღიარებს დასავლურ კურსს, მის იდეალებსა და ფასეულობებს და ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში თავისი წვლილი შეაქვს. ტერორიზმს არ გააჩნია ეროვნება და რელიგია. დღეს მე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფები საუდის არაბეთში, სადაც მასპინძელ მხარესთან ერთად მკაცრად დავგმეთ ბრიუსელში მომხდარი ტერორისტული აქტები. ჩვენ ვუსამძიმრებთ დაღუპულებისა და დაშავებულების ოჯახებს და სოლიდარობასა და მხარდაჭერას ვუცხადებთ მათ. მსოფლიომ უნდა გააგრძელოს ეფექტური და კოორდინირებული ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ", - ნათქვამია თედო ჯაფარიძის განცხადებაში.

ბრიუსელში მომხდარ ტერორისტულ აქტებს ბოლო მონაცემებით 38-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 230-ზე მეტი მოქალაქე კი დაშავდა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის