პანკისის ხეობაში ტრადიციული ისლამის მეჩეთებში არასრულწლოვანთა ქორწინებას აღარ გააფორმებენ

პანკისის ხეობაში ტრადიციული ისლამის მეჩეთებში არასრულწლოვანთა ქორწინებას აღარ გააფორმებენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს ხელმძღვანელმა ხასო ხანგოშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ხეობის უხუცესები აღნიშნულ საკითხზე დიდი ხანი მსჯელობდნენ. "მივიღეთ გადაწყვეტილება, ტრადიციული ისლამის მეჩეთების იმამებმა აღარ დაარეგისტრირონ არასრულწლოვანთა ქორწინება. აღნიშნულზე მსჯელობა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. ჯერ ერთი თვრამეტ წლამდე გოგონა სკოლის მოსწავლეა და მისთვის ოჯახური ტვირთი მძიმეა. მან უნდა შეძლოს სწავლის დასრულება. მეორე არის ის, რომ ჩვენი ტრადიციებიდან გამომდინარე, ოჯახში ქალის როლი საკმაოდ საპასუხისმგებლოა და არასრულწლოვნისთვის ეს ზედმეტად დიდი პასუხისმგებლობაა. და მესამე - ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა უკვე კრძალავს არასრულწლოვანთა ქორწინებას", - განმარტა ხასო ხანგოშვილმა.

მისივე ცნობით, ბოლო პერიოდში ტრადიციული ისლამის მეჩეთებში თითქმის აღარ ხდებოდა არასრულწლოვანთა ქორწინების გაფორმება, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილების გამოცხადება უფრო მეტად შეცვლის ვითარებას. "ხეობაში არიან ადამიანები, რომლებიც ფუდამენტალისტური ისლამის მიმდევრები არიან. თუნდაც ისინი, ვინც საკუთარ ხალხს ჯამაათის კაცებს უწოდებს (მათ ვაჰაბიტებსაც ეძახიან), თუმცა მათი მიმდევრობა ტრადიციული ისლამისგან განსხვავდება და აღნიშნულ საკითხზეც სულ სხვა შეხედულებები აქვთ. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, მათ კი თავისი", - განაცხადა ხასო ხანგოშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა