ლიტერატურული პრემიის „ლიტერა“ მოკლე ნუსხა გამოვლინდა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს მწერალთა სახლის ერთობლივი ლიტერატურული პრემიის „ლიტერა“ მოკლე ნუსხა გამოვლინდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” კულტურის სამინისტროდან აცნობეს, კონკურსის ჟიურიმ ფინალისტები 5 ნომინაციაში დაასახელა.

ახალი ლიტერატურული პრემიის ნომინაციებია:წლის საუკეთესო პროზაული კრებული/რომანი; წლის საუკეთესო პოეტური კრებული; წლის საუკეთესო დებიუტი; წლის საუკეთესო საბავშვო წიგნი; წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ საქართველოს მწერალთა სახლთან ერთად ახალი ლიტერატურული პრემია „ლიტერა“2015 წელს დააარსა.

პრემიის შექმნის მიზანი ლიტერატურული პროცესების წახალისება და გააქტიურებაა. კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 2015 წელს საქართველოში წიგნად ან ელექტრონულად გამოცემულ ყველა ორიგინალურ ლიტერატურულ ნაწარმოებს. საკონკურსოდ შემოსული 99 წიგნიდან ფინალურ ეტაპზე 22 გადავიდა. პრემიის გამარჯვებულები 20 აპრილს მწერალთა სახლში დაჯილდოების ცერემონიაზე დასახელდებიან. პრემია „ლიტერას“ თითოეულ გამარჯვებულს გადაეცემა საპრიზო თანხა, 5000 ლარი. 2016 წლის ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ მოკლე ნუსხაში მოხვდნენ:

წლის საუკეთესო პროზაული კრებული/რომანი - გიორგი კეკელიძე - „ორი თავგადასავალი“ („წიგნები ბათუმში“); დათო ქარდავა - „ესავის ხელები“ („ინტელექტი“); თამთა მელაშვილი - „აღმოსავლეთით“ („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“); მარიკა მამალაძე - „უცვეთი ანრი“ („ინტელექტი“); ზაზა ბურჭულაძე - „ტურისტის საუზმე“ („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“).

წლის საუკეთესო პოეტური კრებული - ბესიკ ხარანაული - „ყვავი ხის წვერზე ისაღამოებს“ („ინტელექტი“);ზვიად რატიანი - „შენთვის შეიძლება“ („დიოგენე“); დიანა ანფიმიადი - „ჩრდილის ამოჭრა“ („ინტელექტი“); ნატო ინგოროყვა - „PORCELLANAE პოეზია” („ინტელექტი“);კატო ჯავახიშვილი - „იავნანა კაცებისთვის“ („ინტელექტი“).

წლის საუკეთესო დებიუტი - ნანა ექვთიმიშვილი - „მსხლების მინდორი“ („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“); იუნონა გურული - „დიაგნოზი“ („საუნჯე“); დავით ჭოჭუა - „ალდენორი“ („წიგნები ბათუმში“).

წლის საუკეთესო საბავშვო წიგნი - ნინო სადღობელაშვილი - „განძის თეატრი“ („ინტელექტი“);ნატო დავითაშვილი - „აიას გზა“ („წიგნები ბათუმში“); ვანო ჩხიკვაძე - „ჯაბა ჯუბა“ (გორის მწერალთა სახლი).

წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი - კრებული "ქართული ლექსი მე-20 საუკუნე" („დიოგენე“); ყდის დიზაინი: კოტე სულაბერიძე; გია ეძგვერაძე „პარტიზანების სტრატეგიები ხრიოკ ლანდშაფტში“ („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“); ყდის დიზაინი: გია ეძგვერაძე; მიშელ უელბეკი „კუნძულის შესაძლებლობა“ („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“); ყდის დიზაინი: თამუნა თათელაძე; სერია „ამერიკელები“ („დიოგენე“); ყდის დიზაინი: ბესიკ დანელია.

InterPressNews.Ge

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის