ანა დოლიძე გამოფენას - „ნოე რამიშვილი - 135“ დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე გამოფენას, სახელწოდებით „ნოე რამიშვილი - 135“ დაესწრო.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, გამოფენა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა. გამოფენაზე თსუ-ს ბიბლიოთეკაში დაცული ნოე რამიშვილის პირადი ნივთები, წიგნები, საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ეპისტოლარული მემკვიდრეობა, ფოტოები და საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტები იყო წარმოდგენილი.

მოგვიანებით, იმავე თემაზე დისკუსია გაიმართა, რომელსც ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ლექტორი, პროფესორი ოთარ ჯანელიძე უძღვებოდა.

ღონისძიება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) მთავრობის პირველი თავმჯდომარის, შინაგან საქმეთა, სამხედრო და სახალხო განათლების მინისტრის, ნოე რამიშვილის 135 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის