ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ორგანიზებით, აბიტურიენტებისთვის ფიზიკოსების ოლიმპიადა ჩატარდა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” უნივერსიტეტიდან აცნობეს, ოლიმპიადა სამი ტურისგან შედგებოდა. პირველი ორი ტურის გამარჯვებულებმა 600 და 1000 ლარიანი სტიპენდიები მიიღეს.
მესამე დამატებითი ტური ექსპერიმენტული ხასიათის იყო და მასში მონაწილეობა შეეძლოთ მხოლოდ აბიტურიენტებს არაპროფილური საჯარო სკოლებიდან, რომელთაც არ აქვთ ფიზიკის სათანადო ლაბორატორიული აღჭურვილობა. ამ ტურში გამარჯვებულისთვის ილიაუნიმ დააწესა სპეციალური საჩუქარი - ფიზიკის ლაბორატორიული აღჭურვილობა სკოლისთვის.
ილიაუნის მომავალი ფიზიკოსების მეორე ტურში გადავიდნენ და 600-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერით დაჯილდოვდნენ: ცოტნე დადიანი (ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N 199 საჯაროსკოლა); გიორგი ხომერიკი (ი. ვეკუას სახელობის თბილისის N42 საჯარო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა); დავით ადამაშვილი (ი. ვეკუას სახელობის თბილისის N42 საჯარო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა); ეკატერინე დადიანი (ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა); გიორგი მურვანიძე (ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანის N1 საჯარო სკოლა); ნინო ხაჩიძე (რუსთავის N4 საჯარო სკოლა); დიმიტრი ასპანიძე (ვ. კომაროვის ქ. თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N 199 საჯარო სკოლა); თამარ წულუკიძე (ქ. თბილისის N161 საჯარო სკოლა); ანზორ არევაძე (ქ. რუსთავის N2 საჯარო სკოლა); გურამ ჩეჩელაშვილი (ქ. გორის N2 საჯარო სკოლა); თაჯი ბუდაგოვი (ქ. თბილისის N12 საჯარო სკოლა); ალექსანდრე მაისურაძე ( ქ. თბილისის N106 საჯარო სკოლა).
”კონკურსის პირობების მიხედვით, მეორე ტურში საუკეთესო შედეგების მქონე 5 აბიტურიენტი ილიაუნის 1000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერით დაჯილდოვდებოდა. 4-საათიან ტურში საუკეთესო შედეგები აჩვენეს და ილიაუნის 1000 ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერით დაჯილდოვდნენ: ცოტნე დადიანი (ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა); გიორგი ხომერიკი (ი. ვეკუას სახელობის თბილისის N42 საჯარო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა); დავით ადამაშვილი (ი. ვეკუას სახელობის თბილისის N42 საჯარო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა); ეკატერინე დადიანი (ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო); გიორგი მურვანიძე (ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანის N1 საჯარო სკოლა).
დამატებით ტურში მონაწილეობის სურვილი ოლიმპიადის ოთხმა მონაწილემ გამოთქვა. მათ ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ახალ ლაბორატორიაში რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარეს. საუკეთესო შედეგები გორის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ, გურამ ჩეჩელაშვილმა აჩვენა. შესაბამისად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აპრილში მის სკოლას საჩუქრად გადასცემს ფიზიკის ლაბორატორიულ აღჭურვილობას და სკოლის ფიზიკის მასწავლებლებს დაეხმარება მის გამართვაში.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმატებას უსურვებს ოლიმპიადის მონაწილე ყველა აბიტურიენტს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და განსაკუთრებულ სიხარულს გამოთქვამს იმის გამო, რომ, შარშანდელთან შედარებით, წელს მკვეთრად გაიზარდა გოგონების რაოდენობა - წელს ოლიმპიადაში მონაწილეთა 40% გოგონები იყვნენ”, - აცხადებენ უნივერსიტეტში.
ოლიმპიადის ყველა მონაწილეს საჩუქრები გადაეცა.
