ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელობა ვიზიტით ვილნიუსში იმყოფებოდა

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელობა სამუშაო ვიზიტით ვილნიუსში იმყოფებოდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტი განხორციელდა პროექტ „ევროკავშირის მხარდაჭერა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის გაუჯობესება ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად“ ფარგლებში, რომელიც საქართველოს სამომხმარებლო და ინდუსტრიული პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის სისტემაში ცვლილებებს ითვალისწინებს. აღნიშნული პროცესი უკვე განხორციელებულია ლიტვაში. მათი გამოცდილების გაზიარების მიზნით, სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ლიტვის რესპუბლიკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაციასთან, შრომის ინსპექციასთან, ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციასა და საბაჟოსთან; გაეცნენ მათი მუშაობის მეთოდებს და ადგილზე დაესწრნენ ბაზარზე განთავსებული სამომხმარებლო პროდუქტების ინსპექტირების პროცესს. სააგენტოს წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ საქართველოს ელჩს ლიტვაში ხათუნა სალუქვაძეს და განიხილეს პროექტის მიმდინარეობა და პერსპექტივები.

სამუშაო შეხვედრებში სააგენტოს უფროსი გრიგოლ კაკაურიძე, უფროსის პირველი მოადგილე რამაზ ობოლაძე, სამმართველოს უფროსი ოთარ ელიაშვილი და იურიდიული სამმართველოს უფროსი სპეციალისტი ნუნუ მემარნიშვილი მონაწილეობდნენ.

InterPressNews.Ge

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის