”სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“ საერთაშორისო კონფერენცია გამართა

16 აპრილს, პირველადი ჯანდაცვის განვითარების თემაზე საერთაშორისო დონის კონფერენცია გაიმართა. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”სამედიცინო კორპორაცია ევექსიდან“ აცნობეს. მათივე ინფორმაციით, კონფერენცია ხელს შეუწყობს პირველადი ჯანდაცვის რგოლის გამართულ და მაღალკვალიფიციურ მუშაობას. კონფერენცია სასტუმრო ”რედისონში” გაიმართა.

კონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ოჯახის ექიმთა ევროპული აკადემიის (EURACT) წარმომადგენლები ბრიტანეთიდან და სლოვენიიდან.

”ევროკავშირში ოჯახის ექიმთა ევროპული აკადემია პირველადი რგოლის ექიმების უწყვეტი სამედიცინო განათლების მიმართულებით ყველაზე მაღალრეიტინგულ ორგანიზაციას წარმოადგენს. კონფერენციის მეორე ნაწილში დაგეგმილია მოხსენებები საქართველოში აქტუალური სამედიცინო საკითხებზე: პათოლოგიური ნიშნების გამოვლენა ბავშვთა განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, გერიატრიული პაციენტებისადმი მიდგომის თავისებურებები, კარდიოვასკულარული რისკების სტრატიფიკაცია პირველადი რგოლის დაწესებულებებში და სხვა.

”სამედიცინო კორპორაცია ევექსი” ამბულატორიული ქსელის განვითარებისა და პირველად რგოლში ჩართული კადრების სამედიცინო დონის ამაღლების მიზნით მომავალშიც გააგრძელებს პირველადი ჯანდაცვის განვითარების პროცესში აქტივობებს”, - ნათქვამია ”სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

InterPressNews.Ge

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის