პრემიერი თსუ-ში ”აუდიტორია 115”-ის წევრებს ხვდება

ამ წუთებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსის 115-ე აუდიტორიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებს ხვდება. კვირიკაშვილსა და სტუდენტებს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე მოისმენს იმ პრობლემებს და მოთხოვნებს, რასაც სტუდენტები აყენებენ და კომენტარს შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

კვირიკაშვილი ჯერ მე-6 კორპუსთან იმყოფებოდა, რომელიც სტუდენტებს აქვთ დაკავებული, შემდეგ კი პირველ კორპუსში გადავიდა. პრემიერი თსუ-ში დაცვის ორი თანამშრომლით და პრესსამსახურის გარეშე, მოულოდნელად მივიდა.

იხილეთ ვიდეო: გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებთან დაცვისა და ჟურნალისტების გარეშე მივიდა

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა