„მარლბორო“, „პარლამენტი“, L&M და „ჩესტერფილდი“ ბაზარზე ბრუნდება

სიგარეტის ჯიხურებში ”ფილიპ მორისის” ბრენდები უახლოეს დღეებში გამოჩნდება. როგორც ჯიხურის გამყიდველებმა ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადეს, ბაზარზე ”ფილიპ მორისის” ბრენდის სიგარეტები უკვე დაბრუნდა და მიმდინარე კვირაში, სავარაუდოდ, დისტრიბუტორები ჯიხურებს მოამარაგებენ.

”სამშაბათი იყო მათი დისტრიბუციის დღე. სამაშაბათს გამოჩნდებიან ალბათ”, - აღნიშნა ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

„ფილიპ მორის ინთერნეიშენალი" მსოფლიოში თამბაქოს მწარმოებელი ნომერ პირველი საერთაშორისო კომპანიაა, რომელსაც ეკუთვნის თამბაქოს ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა „მარლბორო“, „პარლამენტი“, L&M, „ჩესტერფილდი“ და „ბონდ სტრიტ“.

ქართულ ბაზარზე ამ სიგარეტების რეალიზაცია რამდენიმე თვეა შეჩერებულია.

არსებული ინფორმაციით, ადგილობრივი ბაზრიდან რამდენიმე დასახელების სიგარეტის გაყიდვის შეჩერება „ფილიპ მორისსა“ და „ომეგას“ შორის დაპირისპირების გამო მოხდა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის