შალვა საბაური - დარეჯან თვალთვაძე არჩევნებში გამოკვეთილი ლიდერია

თსუ-ს თვითმმართველობის პრეზიდენტის შალვა საბაურის ვარაუდით, დარეჯან თვალთვაძე თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში გამოკვეთილი კანდიდატია.

მისი თქმით, ეს მისი პირადი მოსაზრებაა.

„მშვიდობიანად მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი და ასეც უნდა ყოფილიყო. პრევენციული ზომები მიღებულია, ძალიან ბევრი ადამიანია მობილიზებული იმისთვის, რომ მშვიდობიანად ჩაიაროს არჩევნებმა. მე ვენდობი ამომრჩევლების გადაწყვეტილებას, რომელთაც სამეცნიერო ხარისხი აქვთ მინიჭებული თსუ-ში. თვითმმართველობას საკუთარი კანდიდატურა არ ჰყოლია. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ დარეჯან თვალთვაძე ძალიან გამოკვეთილი ლიდერია ამ არჩევნებში“, - განაცხადა საბაურმა.

კენჭისყრის პროცედურა 18:00 საათამდე გაგრძელდება და ის თსუ-ს პირველ კორპუსში, სააქტო დარბაზის ფოიეში იმართება. არჩევნებს 16 ინდივიდუალური პირი და ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდება.

საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა ოთხი კანდიდატურა: ცირა ბარამიძე (თსუ-ს პროფესორი), ლევან გორდეზიანი (თსუ -ს პროფესორი), დარეჯან თვალთვაძე (თსუ-ს პროფესორი, რექტორის მოადგილე) და გიორგი ანდრიაძე (თეოლოგიის დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე).

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს