გარდაბნის აირტურბინული ელექტროსადგური ზამთრის პერიოდში ენერგოსისტემის რეზერვში იქნება

~ენერჯი-ინვესტის~ კუთვნილი გარდაბნის აირტურბინული ელექტროსადგური (გაზოტურბინა) ზამთრის პერიოდში ენერგოსისტემის რეზერვში იქნება, - აცნობეს ~ინტერპრესნიუსს~ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროდან. შესაბამისად, სადგური ავარიულ შემთხვევებში იმუშავებს.

;;;;;;; ამ დროისთვის თბოელექტროსადგურებიდან უკვე მუშაობს ~თბილსრესის~ მე-3 ენერგობლოკი. სექტემბრის ბოლოსთვის დაგეგმილია ~მტკვარი-ენერგეტიკას~ პირველი ენერგობლოკის (მე-9 ბლოკი) ამუშავება, ხოლო ~თბილსრესის~ მე-4 ენერგობლოკი მუშაობას ნოემბრის შუა რიცხვებიდან განაახლებს.

თბოელექტროსადგურების მეშვეობით, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს მოსახლეობის ენერგომომარაგება. ასევე, ~ენერგო-პრო ჯორჯიას~ და ~თელასს~ აქვთ შესაბამისი კონტრაქტები ელექტროენერგიის იმპორტთან დაკავშირებით.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია