„აუდიტორია 115“ 25 აპრილს საპროტესტო აქცია-მსვლელობას გამართავს

„აუდიტორია 115“-ის ორგანიზებით, 25 აპრილს, 18:00 საათზე თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში, საპროტესტო აქცია - „არა პოლიციურ რეჟიმს“ გაიმართება.

როგორც „აუდიტორია 115“-ის ერთ-ერთმა წევრმა, მარიამ ბაღდავაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აქციის ფარგლებში მსვლელობა თსუ-ს პირველი კორპუსიდან ჭოველიძის ქუჩაზე არსებულ სუს-ის შენობამდე გაიმართება. მისივე თქმით, აქციის მონაწილეები დააფიქსირებენ, რომ მუქარის არავის ეშინია და მათ შორის გააპროტესტებენ „ოდეერების“ სისტემას.

„ამ ხელისუფლების პირობებშიც არის მცდელობა პოლიციური რეჟიმის გაგრძელების. „აუდიტორია 115“-ის ჩამოყალიბების დღიდან ვიბრძვით „ოდეერის“ წინააღმდეგ არა მარტო თსუ-ში, არამედ ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სახელმწიფო უწყებაში. ამის პარალელურად ჩვენ გვებრძვის ის ხალხი, რომელსაც სჯერათ, რომ ცემა-ტყეპითა და მუქარით საქმე კეთდება. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, დასრულდეს პოლიციური რეჟიმი“, - განაცხადა მარიამ ბაღდავაძემ.

მისი თქმით, პოლიციური რეჟიმის დადასტურებაა ის მუქარები, რომელიც „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლების ოჯახის წევრებს მიუვიდათ.

კიდევ ერთმა სტუდენტმა დეა ჭოლოკავამ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დარეჯან თვალთვაძის შესახებ ისაუბრა. „აუდიტორია 115“-ის სტუდენტები იმედოვნებენ, რომ თვალთვაძე რექტორის არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას.

„ის არის იმ სისტემის ერთ-ერთი ნაწილი, რომელსაც ვებრძვით. 2006 წელს, როდესაც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს დაემატა ხუთი მიმართულება, ძალიან ბევრი რექტორი გაყარეს სამსახურიდან, ქალბატონ დარეჯანს, რომელიც იყო იმ პერიოდში დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა, თუმცა ხმა არ ამოუღია. ვიმედოვნებთ, რომ დემოკრატიულ გარემოს მოამზადებს რექტორის არჩევნებისთვის და იმედი გვაქვს, რომ თავად არ აპირებს ამ არჩევნებში მონაწილეობას“, - განაცხადა ჭოლოკავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა