ნუგზარ წიკლაური - გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობაში არის ეკონომიკის გაუარესებისა და ომის შიში

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნუგზარ წიკლაურის ინფორმაციით, IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა, ქვეყანაში მთავარ პრობლემებად ეკონომიკას, დასაქმებასა და ტერიტორიულ მთლიანობას ასახელებს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” წიკლაურმა განუცხადა, გამოკითხვის თანახმად, IRI-ის რესპოდენტთა დიდი ნაწილი, ეკონომიკის ძირითად პრობლემად ლარის დაცემას მიიჩნევს. მისივე თქმით, ყველა სფეროში პრაქტიკულად ოპტიმიზმი იკლებს.

წიკლაურის ინფორმაციით, გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობაში არის ეკონომიკის გაუარესებისა და ომის შიში. ასევე არსებობს ეკონომიკური კრიზისისა და კრიმინალის ზრდის მოლოდინი. საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის ინფორმაციით, IRI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, მთავრობას აქვს ვარდნა, ისევე, როგორც ვარდნა ფიქსირდება სასამართლოსთან მიმართებაშიც. წიკლაურის თქმით, უარყოფითი რეიტინგი აქვს პრემიერ-მინისტრსაც და გამოკითხვაში მონაწილე მოსახლეობაში, ზოგადად პარტიების მიმართ არ არის კეთილგანწყობა.

”კვლევები ძირითადად ყველა იმ ტენდენციას ასახავს, რომელსაც ჩვენ ისედაც ვხედავთ მოსახლეობასთან საუბრის და კომუნიკაციის დროს. კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ მთავარი არის ზრუნვა ეკონომიკაზე, დასაქმებაზე და ადამიანებისთვის ოპტიმიზმის დაბრუნება. ეს არის მთავარი გზავნილები, რომელსაც ჩვენ ხალხი გვეუბნება. ძალიან კარგია, რომ ტერიტორიული მთლიანობა მაინც არის წამყვანი პრობლემების ხუთეულში და ჩვენთვის ყველასთვის ნიშნავს იმას, რომ ქართული პოლიტიკური პარტიები კიდევ უფრო მეტად უნდა ვიყოთ ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრით დაკავებულები”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ნუგზარ წიკლაურმა.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI ) პარტიებისთვის კვლევის შედეგების გაცნობა გუშინ დაიწყო. მედიას კი კვლევის შედეგებს IRI მომდევნო კვირას გააცნობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა