თბილისში მეტროსადგურ "ტექნიკურ უნივერსიტეტში" 15 წლის გოგონა ჩავარდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ის საავადმყოფოში გადაჰყავთ.
არსებული ინფორმაციით, მატარებელი მეტროსადგურ "ვაჟა-ფშაველადან" ვაგზლისკენ მოძრაობდა, რა დროსაც მოზარდს ფეხი დაუცურდა და ლიანდაგში ჩავარდა. ამჟამად "ტექნიკურ უნივერსიტეტში" მოძრაობა შეჩერებულია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მიმდინარეობს მოკვლევა.
იხილეთ ვიდეო: მეტრო "პოლიტექნიკურში" 15 წლის გოგონა ჩავარდა - თვითმხილველი თანამშრომლის მონაყოლი