შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა განათლების კონფერენცია ჩაატარა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა 18 ქვეყნის მონაწილეობით განათლების კონფერენცია ჩაატარა. უნივერსიტეტში განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით , მე-6 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელიც განათლების, ინგლისური ენის სწავლების, ინგლისური ენისა და ინგლისურენოვანი ლიტერატურის საკითხების კვლევას ეძღვნებოდა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ყოველწლიური კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს მკვლევარებს, პრაქტიკოსებსა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს იმსჯელონ და განიხილონ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები, დაძლიონ გამოწვევები, განვითარდნენ პროფესიულად, გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებები.

კონფერენციაში მონაწილეობდა 130-ზე მეტი გამოცდილი და ცნობილი პედაგოგი, პროფესორი, განათლების სპეციალისტი, რომლებიც წარმოადგენენ 18 ქყვეყანას: - საქართველო, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო, ეგვიპტე, ესპანეთი, კანადა, აზერბაიჯანი, უკრაინა, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ირანი, ერაყი, ყაზახეთი, ჩინეთი, ომანი, იორდანია, თურქმენეთი, ნიგერია, რუსეთი.

”წარმოდგენილი ნაშრომები მოიცავენ საინტერესო შემდეგ თემებს: განათლება (ისტორია, ფსიქოლოგია, განათლების თეორიული საკითხები), სასწავლო გარემოს მენეჯმენტი, განათლების ლიდერობა, მენეჯმენტი და ადმინისტრირება, უცხოური ენების სწავლების მეთოდები (სიახლეები და ეფექტურობა), საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში, ანგლო-ამერიკული ლინგვისტიკა და ლიტერატურა, ენა და კულტურა”, - აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

InterPressNews.Ge

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა