”მემარცხენე ალიანსმა” თეატრალიზებული აქცია - "პოლიეთილენი - საუკუნის ნაგავი" გამართა

”მემარცხენე ალიანსის” ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ საქართველოს პარლამენტთან თეატრალიზებული აქცია, ლოზუნგით - "პოლიეთილენი - საუკუნის ნაგავი" გამართა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”მემარცხენე ალიანსიდან” აცნობეს, აქციის ორგანიზატორები პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფიკო კარტოზია და თბილისის ახალგაზდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზურაბ გოხაძე იყვნენ.

„პოლიეთილენის გამოყენება ერთ-ერთი პრობლემაა მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი საქართველოში. მაგალითად, პოლიეთილენის პარკების მოხმარება დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. ის შეიცავს დიოქსიდებს და მასში მოთავსებული საკვები პროდუქტები საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას. ასევე, პოლიეთილენის გარემოში დაშლას ასეულობით წელი სჭირდება, რაც გარემოსათვის ზიანის მომტანია. მათი წარმოებისას კი გამოიყენება სასარგებლო წიაღისეული, რომლის მარაგიც ბუნებაში უსასრულო არ არის”, - განაცხადა „მემარცხენე ალიანსის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფიკო კარტოზიამ.

მისივე თქმით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 2015 წლიდან ეტაპობრივად უნდა მომხდარიყო პოლიეთილენის პარკების ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლება, ასევე საუბარი იყო მის სრულიად აკრძალვაზე, თუმცა ეს პროცესი დაიწყო და არ გაგრძელებულა.

”ცნობილია, რომ ბიოდეგრადირებადი პარკები გარემოში 6 თვის განმავლობაში ნადგურდება და პოლიეთილენთან შედარებით უსაფრთხოა. განვითარებულ ქვეყნებში, როგორიცაა იტალია, საფრანგეთი და ა.შ. პოლიეთილენის ერთჯერადი პარკები აღარ გამოიყენება და მათ ნაცვლად ბიოდეგრადირებადთან ერთად გამოიყენება ქაღალდის პარკები. სწორედ ამიტომ, საქართველოს პარლამენტს მოვუწოდებთ, გარემოს დაცვის შესახებ კანონში შეიტანონ ცვლილებები, რის საფუძველზეც სრულიად აიკრძალება პოლიეთილენის პარკის მოხმარება და მას ჩაანაცვლებს ბიოდეგრადირებადი. რაც შეეხება ქაღალდის პარკებს, მისი წარმოება ძვირი ჯდება და დიდი ხე-ტყის რესურსი სჭირდება, ამიტომ მოვუწოდებთ მათი საჭირო რაოდენობით შემოტანას“, - განაცხადა სოფიკო კარტოზიამ.

InterPressNews.Ge

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია