ბორჯომში სკვერების რეკონსტრუქცია მიმდინარეობს

ბორჯომში სკვერების კეთილმოწყობის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ერთდროულად ხდება ქალაქის ცენტრში მდინარე მტკვრის სანაპირო სკვერისა და კოსტავას სკვერის რეკონსტრუქცია, სრულიად ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები ტარდება რუსთაველის №2, ე.წ. ჩარხისწყლის ხიდთან.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განმარტებით, გასულ წელს ბორჯომში მტკვრის სანაპირო სკვერის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი განხორციელდა, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა. მისი თქმით, წელს ადგილობრივი დაფინანსებით, მიმდინარეობს სკვერის რეკონსტრუქციის მეორე ეტაპის სამუშაოები, რომლისთვისაც 453 705 ლარი გაიხარჯება.

„პროექტით გათვალისწინებულია ფეხით სავალი ნაწილის რეაბილიტაცია, მოეწყობა ბაზალტის ბორდიურები, ბილიკები კი გრანიტის ფილებით მოპირკეთდება. აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაცია ჩაუტარდება სკვერში არსებულ საცხოვრებელი შენობების ფასადებს, გათვალისწინებულია საბავშვო ატრაქციონების განთავსება და გარე განათების მონტაჟი, ტერიტორიაზე განლაგდება საბაღე სკამები და ურნები. მოეწყობა ასევე პანდუსები“, - აღნიშნა გამგებელმა.

”რაც შეეხება კოსტავას სკვერს, რომელიც ერთ-ერთ ტურისტულ ზონას წარმოადგენს ცენტრალური ბიუჯეტიდან 473 000 ლარით დაფინანსდა. ამ ეტაპზე ხორციელდება დაზიანებული დეკორატიული ფილების დემონტაჟი. ტერიტორიაზე გათვალისწინებულია საფეხმავლო ბილიკის მოწყობა, ახალი ბილიკების დამატება, გამწვანების განახლება ახალი ნარგავების დამატება, საყრდენი კედლების რეაბილიტაცია, არსებული შადრევნის კეთილმოწყობა, ცენტრალური შესასვლელის დიზაინის შეცვლა, არსებული კიბეების დეკორატიული ელემენტების მოწყობა და განათების შეცვლა– განახლება.

რაც შეეხება ჩარხისწყლის ხიდთან ახალი სკვერი მოწყობას, სამუშაოების დასრულება რამდენიმე დღეში მოხდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

InterPressNews.Ge

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის