”ქართველ მუსლიმთა კავშირის” თავმჯდომარე - რელიგიის საკითხთა სააგენტოს წარმომადგენლებმა ბოდიში უნდა მოუხადონ მუსლიმ თემს

საქართველოს მუსლიმები უაღრესად შეშფოთებული ვართ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლების მიერ პარლამენტში გაკეთებული უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივი განცხადების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია ”ქართველ მუსლიმთა კავშირის” თავმჯდომარის ტარიელ ნაკაიძის განცხადებაში.

როგორც ტარიელ ნაკაიძე აცხადებს, სახელმწიფო მოხელის ასეთი არაკორექტული და გაუაზრებელი განცხადება დააზარალებს მუსლიმი თემის ნდობას სახელმწიფოს მიმართ და მის მარგინალიზაციას ხელს შეუწყობს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა ბოდიში მოუხადოს მუსლიმ თემს თავისი ცილისმწამებლური განცხადების გამო.

”ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო მოხელის ასეთი არაკორექტული და გაუაზრებელი განცხადება დააზარალებს მუსლიმი თემის ნდობას სახელმწიფოს მიმართ და ხელს შეუწყობს მის მარგინალიზაციას. აღნიშნული განცხადებები რელიგიის საკითხთა სახელმწიფოს სააგენტოს იმ პოლიტიკის ნათელი ლუსტრაციაა, რომელიც მთლიანად უგულებელყოფს ადამიანის უფლებებს და რელიგიური ორგანიზაციებისა და თემის კონტროლისკენაა მიმართული.

სააგენტოს განცხადებები საკუთარი უფლებებისა და თანასწორობისთვის მუსლიმი თემის მცდელობების დასუსტებისკენაა მიმართული. მითითება იმაზე, რომ სამოქალაქო სექტორის კრიტიკის გამო შეიძლება სახელმწიფოს მუსლიმი თემის მიმართ მტრის ხატი შეექმნას, რაც თემს თვითიზოლაციაში მოქცევას შეუწყობს ხელს, მუსლიმი თემის დაშინების მცდელობაა და სახელმწიფოს წარმომადგენლის მხრიდან, რომლის მიზანი სწორედ ადამიანის უფლებების დაცვა უნდა იყოს, აბსოლუტური უპასუხისმგებლობაა. ძალიან რთულია, როცა რელიგიის საკითხთა სააგენტოს ხელმძღვანელობა ვერ აღიქვამს, რას ნიშნავს სამლოცველოს აშენებაზე უარის თქმა, რას ნიშნავს სამლოცველოზე ღორის თავის აკვრა, რას ნიშნავს საკუთარ წინამძღვარს ღამეში გათავისუფლება და დილით სხვა წინამძღვრის დანიშვნა ისე რომ მუსლიმი მრევლი აბსოლუტურად იგნორირებულია, რას ნიშნავს, როცა მინარეთს გიხერხავენ და მის დასაცავად მისულ მორწმუნეებს ავტომატის კონდახებით ყრიან მანქანაში და განყოფილებაში უზომოდ ამცირებენ, რას ნიშნავს პარასკევის ლოცვაზე მიმავალ მორწმუნეს, გზად რომ გადაუდგებიან და ლოცვის საშუალებას არ მიცემენ.

სამწუხაროდ, აქამდე მომხდარი ყველა ინციდენტი გამოუძიებელია, სოფელ სამთაწყაროში მუსლიმები ჯერ კიდევ ვერ ასრულებენ პარასკევის ლოცვას. ამ ფაქტების სახელმწიფოს მიერ არ დანახვა და იგნორირება არის სწორედ რადიკალური ჯგუფების საქართველოში მოწვევის ერთერთი მთავარი მიზეზი.

ვიმედოვნებ ამ განცხადებას მიეცემა საზოგადოების სამართლიანად მკაცრი შეფასება. იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა და პრემიერ-მინისტრის სათანადოდ გაიაზრებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს განცხადების პათოსსა და შინაარს და ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს მასზე. არსებითია მთავრობამ გადახედოს სააგენტოს საქმიანობას და პოლიტიკას, რომელიც რელიგიური ორგანიზაციების უნდობლობას კიდევ უფრო აღრმავებს. ამასთან, არსებითი მგონია, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა ბოდიში მოუხადონ მუსლიმ თემს თავისი ცილისმწამებლური განცხადების გამო”, - ნათქვამია ”ქართველ მუსლიმთა კავშირის” თავმჯდომარის ტარიელ ნაკაიძის განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა