"ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა გირჩი" კიდევ ერთი რაიონული ოფისი ამჯერად ზესტაფონში გაიხსნა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”გირჩიდან” აცნობეს, ოფისის გახსნისას ზურაბ ჯაფარიძემ ზესტაფონის ორგანიზაციის ხელმძღვანელად წარმოშობით ზესტაფონელი ნიკა ქავთარაძე წარადგინა.
”ახალ პოლიტიკურ ცენტრში” აცხადებენ, რომ პარტია აგრძელებს ოფისების გახსნას რაიონებში. ”ეს პირველ რიგში აუცილებელია აქ მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების მოსასმენად და მათთან საკომუნიკაციოდ”, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
”ზესტაფონის ორგანიზაციის ხელმძღვანელად დაინიშნა ასევე ზესტაფონელი ნიკა ქავთარაძე, რადგან ამ ადამიანს ყველაზე კარგად ესმის ზესტაფონელების და იცის მათი პრობლემები”, - განაცხადა გოგი მელაძემ.
”ეს ოფისი ყოველთვის ღიაა თითოეული ზესტაფონელისთვის და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს, მოგვიყვეს პრობლემების შესახებ, გვითხრას ახალი იდეები, ჩაერთოს ცვლილებების პროცესში, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მათთვის ასევე "ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩისთვის”, - აღნიშნა ნიკა ქავთარაძემ.