“გალფი” Gulf Club-ის წევრებისთვის წამახალისებელ გათამაშებას იწყებს

ნავთობკომპანია “გალფი” Gulf Club-ის წევრებისთვის წამახალისებელ გათამაშებას იწყებს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” კომპანიიდან აცნობეს, გათამაშება გაიმართება 18 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით და გათამაშების ფარგლებში ყოველკვირეულად გამოვლინდება 7 გამარჯვებული, თითოეული მათგანი კი დასაჩუქრდება 1000 ლიტრი საწვავით.

”წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობა მარტივია. ყოველი 25 ლარის ნებისმიერი საწვავის შენაძენზე მიიღებთ გათამაშების ერთ ელექტრონულ ბილეთს (ერთ ტრანზაქციაზე არაუმეტეს 4 ბილეთისა). აუცილებელია თან იქონიოთ Gulf Club ბარათი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ ხართ გალფ კლუბის წევრი, ბარათს მიიღებთ გალფის ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე ან შეგიძლიათ ბარათის მოთხოვნის გაკეთება ონლაინ რეჟიმში.

თქვენი ბილეთების ნახვა შეგიძლიათ წამახალისებელი გათამაშების სპეციალურ ვებგვერდზე www.GulfClub.ge; www.Gulf.ge ან Gulf Club-ის მობაილ აპლიკაციაში.

წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდებიან ყოველ ხუთშაბათს, 22:30 საათზე, ტელეკომპანია GDS-ის პირდაპირ ეთერში, ოთხი კვირის განმავლობაში.

წამახალისებელი გათამაშების თითოეულ გამარჯვებულს გადაეცემა მის მიერ შერჩეული, გალფის ნებისმიერი ტიპის საწვავის 1000 ლიტრის ტალონი.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: www.GulfClub.ge”, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

InterPressNews.Ge

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის