GNCC - www.adjaranet.com ვებ-სივრცეს დაუბრუნდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შპს „სი ჯი ელ“-ის (www.adjaranet.com), შპს „აიმუვის ჯი“-ს (www.imovies.ge), სს „სილქნეტის“, შპს „იბერია-TV“-ს, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, შპს „კინო დისტრიბუციის“ და შპს „ჯი დი ეს თი ვი“-ს წარმომადგენლებთან ვებსივრცეში დაუშვებელი პროდუქციის განთავსების საკითხთან დაკავშირებით (არალეგალური მხატვრული ფილმები და სერიალები) შეხვედრა გაიმართა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, შპს „სი ჯი ელ“-ის (www.adjaranet.com) წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ შპს „იბერია-TV“-ს, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, შპს „კინო დისტრიბუციის“ და შპს „ჯი დი ეს თი ვი“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებებში აღნიშნული აუდიოვიზუალური პროდუქცია, რომელზეც შესაბამის ნებართვებს აღნიშნული კომპანიები ფლობდნენ, ვებ-გვერდიდან (www.adjaranet.com) მოხსნილია. საუბარია, პოპულარულ და ძვირადღირებულ მხატვრულ ფილმებზე და სერიალებზე (“Breaking Bad”, “Game of Thrones”, “გრეის ანატომია”, “ამერიკული საშინელებათა ისტორია” და სხვა...), ასევე საპრემიერო კონოფილმებზე, რომელთა ჩვენება კინოთეატრებში ჯერ არ დასრულებულა, რიგ შემთხვევებში არც კი დაწყებულა.

”ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ კვლავ მიმართა ინტერნეტპროვაიდერებს და ამჯერად www.adjaranet.com-ზე მომხმარებლებისთვის წვდომის აღდგენა მოითხოვა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 5 მაისის წერილი, რომლითაც კომისიამ ინტერნეტპროვაიდერებს „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ შესაბამისად, ვებ-გვერდ www.adjaranet.com-ზე არსებულ დაუშვებელ პროდუქციასთან წვდომის შეზღუდვა მოითხოვა, შპს „სი ჯი ელ“-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრა. შპს „სი ჯი ელ“-ის (www.adjaranet.com) განცხადებით, კომპანიამ სადავო აუდიოვიზუალური პროდუქცია ვებ-გვერდიდან სასამართლო განხილვების დასრულებამდე მოხსნა.

შეხვედრის მონაწილე მხარეები ინტერნეტ სივრცეში ლეგალური კონტენტის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ”, - აცხადებენ GNCC-ში.

InterPressNews.Ge

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა