კალინინოს თემის #26 საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა

გარდაბნის #21 ოლქში, კალინინოს თემის #26 საარჩევნო უბანზე, მცირე ინციდენტი მოხდა. როგორც ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი აღნიშნულუბანზე სამირა ისმაილოვა აცხადებს, ,,ქართული ოცნების" კანდიდატი ფახრადინ შარიფოვი უბანზე მივიდა და საარჩევნო პროცედურის გავლის გარეშე, კერძოდ კი, მარკირების გავლის გარეშე აპირებდა ხმის მიცემას.

საარჩევნო უბნის ადმინისტრაციის მხრიდან შენიშვნის მიღების შემდეგ მან ხმა ყველა პროცედურის გავლის შემდეგ მისცა ხმა. ისმაილოვას თქმით, შემთხვევა უმნიშვნელო იყო, საჩივარი არ დაწერილა და არც ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულა.

თავად ფახრადინ შარიფოვი აცხადებს, რომ მან კარებში შესვლისას თქვა, რომ დეპუტატობის კანდიდატია და სურს ხმის მიცემა. ,,უბანზე ხმის მისაცემად მივედი, ვთქვი, რომ დეპუტატობის კანდიდატი ვარ, მითხრეს მობრძანდითო და მეც შევედი", - განაცხადა კალინინოს თემში ,,ქართული ოცნებიდან" დეპუტატობის კანდიდატმა ფახრადინ შარიფოვმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია