ვაკეში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისში, ქუთათელაძის N17 კორპუსთან მისასვლელი გზისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ასფალტის საფარი 2 540 კვადრატულ მეტრზე დაიგო. დასრულდა კორპუსების წინ არსებული ეზოს კეთილმოწყობა, გაკეთდა ბორდიურები, კიბე და პანდუსები. აღნიშნულ მისამართზე არ არსებობდა სანიაღვრე სისტემა, ამიტომ საგზაო სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო სანიაღვრე ქსელიც. ოცსართულიან კორპუსში, რომელსაც 4 სადარბაზო აქვს, 300-მდე ოჯახი ცხოვრობს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიიდან აცნობეს, ქუთათელაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების პროცესს, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე დაესწრო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„როცა ჩვენმა კონტრაქტორმა კომპანიამ ქუთათელაძის ქუჩაზე დაიწყო საგზაო სამუშაოები, აღმოჩნდა, რომ სანიაღვრე ქსელი აქ საერთოდ არ იყო, ამიტომ გავაკეთეთ სანიაღვრე ქსელი და შემდეგ განვაგრძეთ საგზაო სამუშაოები; მოხარული ვარ, რომ მოსახლეობას საშუალება აქვს კეთილმოწყობილ გარემოში იცხოვროს“, - განაცხადა ვაკის გამგებელმა.

მიმდინარე წლის მონაცემებით, ვაკის რაიონში გზის შესრულებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები 29 040 კვადრატულ მეტრს მოიცავს. საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის ფარგლებში, ასევე, აქტიურად მიმდინარეობს ორმოული სამუშაოების შესრულება და დღეისთვის, ვაკეში, სულ 160 ორმოული სამუშაოა შესრულებული.

InterPressNews.Ge

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია