ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის მტკიცებით, კორცხელში მომხდარ ჩხუბში მხოლოდ ”გამშველებლის ფუნქცია” ჰქონდა

ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია იანტბელიძე ადასტურებს, რომ კორცხელში მომხდარი დაპირისპირებისას ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა ჩხუბში მონაწილეობას უარყოფს.

როგორც იანტბელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კორცხალში ჩავიდა როგორც ”ქართული ოცნების” მხარდამჭერი, ინციდენტში კი ”გამშველებლის ფუნქცია” ჰქონდა.

”ჩავედი იმიტომ, რომ ”ქართული ოცნების” მხარდამჭერი ვარ. ჩემი გულიდან გამომდინარე ჩავედი და დავფიქსირდი. ჩემი მეგობრები არიან სპორტსმენები და მიდიოდნენ იქ. ისე მოხდა, რომ იმ გზაზე ვიყავი და ერთად ჩავედით. ის რომ, მე მივიღე მონაწილეობა ჩხუბში, ამას ვერავინ იტყვის... ის რომ დავიწყო არიქა და ვაშველებდი-თქო, მერე იტყვიან თავს იმართლებსო. ყველაფერია გადაღებული და ნახეთ, რა როლს ვასრულებდი. ის, რომ მე მონაწილეობას ვიღებდი და ვინმეზე ძალა ვიხმარე, არასწორი ინფორმაციაა”, - განუცხადა ჟურნალისტებს იანტბელიძემ.

მისივე თქმით, გმობს ძალადობას და ცუდი ფაქტი მოხდა, რომელსაც მისი მეგობრებიც ხვდებიან.

”ვგმობ ძალადობას. ძალადობა არ შეიძლება. ჩემი მეგობრები თვითონაც ხვდებიან, რომ ცუდი ფაქტი მოხდა”, - აღნიშნა იანტბელიძემ.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სოფელ კორცხელში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე კიდევ ერთი სპორტსმენის ვინაობას ასახელებს.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დაპირისპირებაში მონაწილეობდა ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია იანტბელიძე.

ირმა ნადირაშვილმა მოუწოდა ჭიდაობის ფედერაციასა და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, დაუყოვნებლივ შეუწყდეს ინციდენტში მონაწილე გია იანტბელიძეს უფლებამოსილება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა