დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩვენი კულტურიდან ერთმანეთის გალახვა უნდა ამოვიდეს

ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილი ინიციატივას, ძალადობის გამოვლინებაზე სანქციების გამკაცრების შესახებ, მიესალმება.

დიმიტრი ქუმისიშვილმა მთავრობის მეთაურის ინიციატივა დადებითად შეაფასა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

”აქ საუბარი არ არის მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო ან არასაარჩევნო უბანზე. საუბარია იმაზე, რომ ამ ქვეყანაში ფიზიკური ძალადობა უნდა ისჯებოდეს. უნდა დამთავრდეს. ჩვენი კულტურიდან ერთმანეთის გალახვა უნდა ამოვიდეს, უნდა შეწყდეს, რადგან ეს არ არის კარგი. აქედან გამომდინარე, ფიზიკურ შეურაცხყოფზე ნამდვილად უნდა გამკაცრდეს სანქცია, რაც არის პრემიერის ინიციატივა”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობის გამოვლინებაზე, ჯგუფური დანაშაულის დროს სანქცია 4 წლამდე პატიმრობა იქნება, ხოლო თუ პირს ფიზიკური დაზიანება არ მიუღია, გათვალისწინებული იქნება ჯარიმა ან/და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა, - აღნიშნულს ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა.

ცვლილებების თანახმად, ”სისხლის სამართლის კოდექსს” დაემატება ახალი მუხლი, რომელიც სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადს გახდის ძალადობას, ან ძალადობის მუქარას საარჩევნო უბანზე, წინასაარჩევნო აგიტაციის ან კამპანიის ადგილას, ან მათ მიმდებარედ.

მუხლი სხვადასხვა ნაწილისგან შედგება: ჯგუფური დანაშაულის დროს გათვალისწინებული იქნება ოთხ წლამდე პატიმრობა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირს ფიზიკური დაზიანება არ მიუღია, გათვალისწინებული იქნება ჯარიმა ან/და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ცვლილების პროექტს საქართველოს მთავრობა 27 მაისის სხდომაზე განიხილავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა