თამაზ მეჭიაური - ვისაც ზომაზე მეტად აქვს მონაწილეობა მიღებული დაპატიმრებებსა და დარბევებში, აჯობებს დაცვით იაროს

ვისაც ზომაზე მეტად აქვს მონაწილეობა მიღებული სხვის დაპატიმრებებში, დარბევებში აჯობებს, დაცვით იარონ, - აღნიშნული განცხადება დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა კორცხელის ინციდენტის შეფასების დროს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

დეპუტატის განცხადებით, შესაძლოა საქმე პირად ანგარიშსწორებასთან გვქონდეს, რადგან მმართველმა გუნდმა სამართლიანობის აღდგენა ვერ შეძლო.

“ე.წ დაზარალებულები საკმაოდ ხშირად ღებულობდნენ მონაწილეობას სხვადასხვა სადამსჯელო ოპერაციებში, ამიტომ ვისაც ზომაზე მეტად აქვს მონაწილეობა მიღებული სხვის დაპატიმრებებში, დარბევებში აჯობებს, დაცვით იარონ, რადგან ხელისუფლებამ, ვერ შეძლო სამართლიანობის აღდგენა, იმ დოზით რა დოზითაც მოსახლეობას შეპირდა. ხელისუფლებამ დროულად უნდა აღკვეთოს ამგვარი ქმედებები, რადგან ყოველივე ეს გამოყენებული იქნება მათ წინააღმდეგ. უკვე დაანონსებული არჩევნები შესაძლოა გამოყენებული იქნეს „თბილისურ მაედნად“ რისი მცდელობაც, ცალსახად ჩანს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათთან დაკავშირებულ ზოგიერთ პარტიას აქვს“, -აცხადებს თამაზ მეჭიაური.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა