დავით ებრალიძე ადასტურებს, რომ ჯავშანმანქანა "დიდგორის" კონგოში ექსპორტის პროექტზე თავდაცვის უწყებამ უარი თქვა

თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე ადასტურებს, რომ ჯავშანმანქანა "დიდგორის" კონგოში ექსპორტის პროექტზე თავდაცვის უწყებამ უარი თქვა. "ინტერპრესნიუსთან" საუბარში დავით ებრალიძე, რომელიც თავდაცვის სამინისტროში შესყიდვების საკითხებს კურირებს, ამის მიზეზად პროექტის მოუმზადებლობას ასახელებს.

"ამ პროექტზე უარი ითქვა იმიტომ, რომ იყო არასწორი და დაუგეგმავი პროექტი. მოუმზადებელი იყო, მიუღებელი პირობებით. ამიტომ მასზე უარი ვთქვით. რამდენიმე ვარიანტი იყო - ერთი კონგო, მეორე ის პროექტი, რომელიც საუდის არაბეთში განხორციელდა. ჩვენ არჩევანი გავაკეთეთ მეორეზე",- განაცხადა ებრალიძემ.

მისივე თქმით, თუ ზემოაღნიშნული პროექტი დაიხვეწა, თავდაცვის სამინისტრო მას მიუბრუნდება. ამასთან, ებრალიძე აცხადებს, რომ "დელტას" ხელმძღვანელის, უჩა ძოძუაშვილის თანამდებობიდან გადაყენება ქართული წარმოების სამხედრო მანქანების ექსპორტთან დაკავშირებულ უთანხმოებას არ უკავშირდება და ამის მიზეზი სეტყვისსაწინააღმდეგო ტექნიკის მუშაობის შეფერხებაა.

ინფორმაცია, რომ "დელტას", შესაძლოა, "დიდგორის" ტიპის ჯავშანმანქანები კონგოში გაეყიდა, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა. საქართველოში იმყოფებოდნენ კონგოს წარმომადგენლებიც და მათთვის ჯავშანტექნიკის ჩვენება მოეწყო, თუმცა კონტრაქტს ხელი არ მოეწერა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
BTU სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა