სოფო ვერძეული - კორცხელში დაზარალებულების ფიზიკური დაზიანება უფრო მძიმეა, ვიდრე ცემის მუხლი, რითაც გამოძიება დაიწყო

ძალიან მნიშვნელოვანია, სულ მცირე, ჩანდეს ის ორგანიზებული ხასიათი და ბუნება, რომელიც სავარაუდოდ ამ დანაშაულს ჰქონდა, - ამის შესახებ ”ინტერპრენიუსს” ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელმა სოფო ვერძეულმა, კორცხელში მომხდარ ინციდენტზე დაწყებული გამოძიების გადაკვალიფიცირების საჭიროების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

ვერძეული მიიჩნევს, რომ სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭებას, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, თუნდაც იმიტომ, რომ სწორი სამართლებრივი შეფასება და კვალიფიკაცია მიეცეს ამ საქმეს და თავისი სახელი დაერქვას იმას, რაც კორცხელში მოხდა.

”ცემის შემადგენლობა, რომლითაც დაწყებულია გამოძიება, რა თქმა უნდა, ყველა ელემენტს არ მოიცავს, რომელიც ამ დანაშაულში ფიქსირდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სულ მცირე ჩანდეს ის ორგანიზებული ხასიათი და ბუნება, რომელიც სავარაუდოდ ამ დანაშაულს ჰქონდა. გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ ეს არ იყო რაღაც სპონტანური, ცალკეული პირების მხრიდან ძალადობა და უფრო მეტად ორგანიზებული ხასიათი ჰქონდა ამ ჯგუფის მოქმედებას. ფიზიკური დაზიანებებების სიმძიმე, რომლებიც დაზარალებულებმა მიიღეს, უფრო მძიმეა, ვიდრე ამას ცემის შემადგენლობა მოიცავს. როგორც ითქვა იგეგმება კვალიფიკაციის შეცვლა, თუმცა მეოთხე დღე გავიდა და არ ვიცით გამოძიება რას აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოკადრებში ნათლად გაირჩეოდა იმ ადამიანების სახეები, ვინც ძალადობრივ აქტებში მონაწილეობდნენ, ჯერ კიდევ არც ერთი მათგანი დაკავებული არაა”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” სოფო ვერძეულმა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელის თქმით, საზოგადოებას უნახავს მშვიდობიანი მანიფესტაციების და აქციების დროს, ბევრად უფრო რეპრესიული პოლიცია, მათ შორის ბოლო პერიოდში.

”ამ საქმეს მთლიანად პოლიტიკური კონტექსტი აქვს და განსაკუთრებულად ჩნდება კითხვა იმ ორმაგ სტანდარტებზე, რომელსაც პოლიციის საქმიანობაში ვხედავთ”, - განაცხადა სოფო ვეძეულმა.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ პოლიციამ უკვე ძალიან ბევრი დრო გაუშვა მომხდარზე ეფექტური რეაგირების მოხდენისთვის, თუმცა ამის მიუხედავად ვერძეული საგამოძიებო ორგანოები ადეკვატურ რეაგირებას ჯერ კიდევ ელოდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო